logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ივანემაჭავარიანი: განათლების სფეროს დაფინანსება 2022 წლამდე ეტაპობრივად გაიზრდება
ივანემაჭავარიანი: განათლების სფეროს დაფინანსება 2022 წლამდე ეტაპობრივად გაიზრდება
23:23 04.04.2019
განათლების სფეროს დაფინანსება ეტაპობრივად გაიზრდება და 2022 წლის ბიუჯეტში ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს მიაღწევს, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ინიციატივით, მომზადდა ცვლილებების პროექტი ბიუჯეტის შესახებ კანონში, რომლის შესაბამისად, სავალდებულოა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომზადდეს და დამტკიცდეს იმგვარად, რომ განათლების სისტემის დაფინანსება არ იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები.
მისი თქმით, მთავრობის მიერ განათლების სფერო პრიორიტეტულ მიმართულებადაა აღიარებული და ახალი ინიციატივაც სწორედ ამ კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„2022 წლის ბიუჯეტი უნდა შედგეს ისე, რომ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6% დაიხარჯოს განათლების სფეროზე. იმისთვის, რომ განათლების სექტორის დაფინანსებამ ამ მოცულობას მიაღწიოს, აუცილებელია დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა. 2020 წლისთვის განათლების სექტორის დაფინანსება 2.0 მლრდ ლარს მიაღწევს, 2021 წელს 2.5 მლრდ ლარამდე იქნება, ხოლო 2022 წლისთვის 3,0 მლრდ ლარს გადააჭარბებს. მთავარი მიმართულებები იქნება ზოგადი, სკოლამდელი, ასევე, პროფესიული განათლება. თუმცა, არ გვავიწყდება უმაღლესი განათლება და მეცნიერება. მათი ბიუჯეტებიც გაიზრდება, მაგრამ როგორც თანხობრივად, ისე შინაარსობრივად ყველაზე დიდი ცვლილება და გარდატეხა იქნება ზოგადი განათლების ნაწილში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი განცხადებით, იმის მიხედვით, როგორ გაიზრდება ქვეყნის შიდა პროდუქტი 2020-2022 წლების განმავლობაში, განათლების სფეროს ბიუჯეტის საერთო მოცულობა დაახლოებით, 3,4-მილიარდი ლარი იქნება.

„სხვადასხვა ტიპის კვლევა გვაჩვენებს, რომ ზოგადი განათლების მიმართულებით, როგორც რეგიონის, ისე მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენ დაბალი მაჩვენებლები გვაქვს. განსაკუთრებით, ეს ეხება რეგიონებს. ეს ნიშნავს იმას, რომ თვისობრივად უნდა მოხდეს სკოლის ფუნქციის გადახედვა, მათ შორის, მეტი დამოუკიდებლობა უნდა მიენიჭოს სკოლაში შეძენილ ცოდნას და გაცილებით დიდი დატვირთვა უნდა ჰქონდეს სკოლის ატესტატს. სწორედ ამისკენ არის მიმართული აღნიშნული რეფორმა. ჩვენ გვინდა, რომ პრაქტიკულად, მინიმუმამდე დავიყვანოთ ის საჭიროება, რომ ცალკე მოემზადონ ბავშვები და სკოლამ მაქსიმალურად აიღოს ეს ფუნქცია“, - განაცხადა მან.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, როგორც თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და შესაბამისი ანაზღაურებით უზრუნველყოფა.

„მნიშვნელოვანია აშენდეს ახალი სკოლები, ასევე, მოხდეს არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს რესურსები სრულად გვაქვს გათვალისწინებული ბიუჯეტში. რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ბავშვების რაოდენობა კლასში და ამ კუთხით თანამედროვე სტანდარტების დანერგვა. ასევე, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დაინტერესება, რათა მათ ჰქონდეთ მოტივაცია, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყონ სკოლაში. მასწავლებლის პროფესია უნდა იყოს ერთ-ერთი მოთხოვნადი ქვეყანაში, ამიტომ რეფორმის მთავარი გასაღები სწორედ ამ კომპონენტების განხორციელებაშია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის