logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი აშშ-ის კორნელის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი აშშ-ის კორნელის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
17:24 03.04.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ნიუ-იორკის შტატის კორნელის უნივერსიტეტის სამუელ კერტის ჯონსონის ბიზნეს სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.

მინისტრმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა გარემოს დაცვისა და აგრარული დარგის განვითარების მიმართულებებით სახელმწიფო პოლიტიკაზე, მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ აქტივობებზე. ყურადღება მწვანე ეკონომიკის პრიორიტეტულობაზე გამახვილდა.
საუბარი შეეხო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით სამინისტროს მიერ გარემოსდაცვითი კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს; ასევე, გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს, ვებპორტალს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ ინფორმაციის მიღება.

ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ევროპულ ნორმებთან ჰარმონიზაციის პროცესი წარმატებით ხორციელდება.
მინისტრმა ქვეყანაში ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტების წარმოების საკითხებიც განიხილა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ნიადაგურ-კლიმატური პირობები მრავალი სხვადასხვა კულტურის მოყვანის შესაძლებლობას იძლევა.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო მეღვინეობის სფეროს განვითარების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის ტენდენციას და დარგის პრიორიტეტულობის საკითხს.

მინისტრმა სტუმრებს ქართული ღვინის 8 000 წლიანი ისტორია გააცნო და ყურადღება ქართული ვაზის უნიკალურ იშვიათ ჯიშებზე გაამახვილა, საუბარი შეეხო ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციას, რომელსაც იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ლევან დავითაშვილმა სტუმრებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელების, დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგულაციების რეფორმის და დარგის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მინისტრს საინტერესო შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის