logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავამ ცაგერში „ჯონოული 1“ ჰესი ოფიციალურად გახსნა
ნათია თურნავამ ცაგერში „ჯონოული 1“ ჰესი ოფიციალურად გახსნა
15:45 02.04.2019
ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე მცირე სადგური „ჯონოული 1“, რომელიც რამდენიმე თვე სატესტო რეჟიმში მუშაობდა, დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა, ჰესის უცხოული ინვესტორი, ჩეხური კომპანია „GEEN F.I.“ -ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ალეს მოკრი და რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გიორგი გონაძე დაესწრნენ.

„ჯონოულიჰესი 1“ - ი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში მდინარე ჯონოულზე მდებარეობს, რომლის დადგმული სიმძლავრე 1,8 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება დაახლოებით 6 მლნ.კვტ/სთ - ია. ინვესტიციამ შეადგინა 4,2 მლნ აშშ დოლარი.

„მართალია, „ჯონოულიჰესი 1“ მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ.

მისი თქმით, აღნიშნულმა სადგურმა, სიმცირის მიუხედავად, უკვე დიდი სიკეთე მოუტანა ადგილობრივ მცხოვრებლებს.

„ინვესტორმა განახორციელა სხვადასხვა პროექტი ადგილობრივი თემისთვის. მათ შორის, 11 კმ გადამცემი ხაზი გაკეთდა, რომელმაც მიმდებარე სოფლების ელექტრომომარაგება გააუმჯობესა. ასევე მოწესრიგდა გზა და იგეგმება სხვა სოციალური პროექტების განხორციელება. უახლოეს მომავალში ჩვენ არაერთი მსგავსი პროექტის გახსნა გვაქვს დაგეგმილი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

“საქართველოს ბაზარზე ინვესტირებa სამი წლის წინ გადავწყვიტეთ. ჩვენი ჯგუფი ჩართულია განახლებადი რესურსებით ელექტროენერგიის მიღებაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპისა და აზიის ქვეყნებთან და ახლა საქართველოს ჯერიც დადგა. ჩვენი პირველი პროექტი საქართველოში 2 მეგავატამდე სიმძლავრის ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობაა” - განაცხადა ჩეხური კომპანია „GEEN F.I.“ -ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალეს მოკრიმ.

„ჩვენ საქართველოს ღია ბაზარი ავირჩიეთ, ვინაიდან აქ უამრავი შესაძლებლობა დავინახეთ. მიგვაჩნია, რომ საქართველოში ჰიდრო ელექტრო სადგურების მშენებლობა-განვითარების მხრივ უდიდესი პოტენციალია. საქართველოში ინვესტირების მეორე და უაღრესად მნიშვნელოვანი უპირატესობა სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორების ცალსახა მხარდაჭერაა და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“ - განაცხადა „ჯონოული 1“ ჰიდროელექტროსადგურის ჩეხმა ინვესტორმა.

აღსანიშნავია, რომ ჰესის მშენებლობაზე 400-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა, უშუალოდ სადგურზე კი 4 ადგილობრივია დასაქმებული, რომელთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება უზრუნველყო ინვესტორმა კომპანიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა