logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ქობულია: ვიმედოვნებთ, რომ Air France მაგალითს მისცემს სხვა ევროპულ ავიაკომპანიებს და მეტი პირდაპირი რეისი გვექნება ევროპის ქვეყნებში
ქობულია: ვიმედოვნებთ, რომ Air France მაგალითს მისცემს სხვა ევროპულ ავიაკომპანიებს და მეტი პირდაპირი რეისი გვექნება ევროპის ქვეყნებში
09:46 01.04.2019
მოხარული ვართ, რომ მოლაპარაკება AIR FRANCE - სთან წარმატებით დასრულდა. ევროკავშირი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბაზარია ტურისტების მოსაზიდად და ასეთი პირდაპირი ფრენები ტურისტების მოზიდვას ევროკავშირიდან ბევრად გაგვიადვილებს. ვიმედოვნებთ, რომ AIR FRANCE - ი მაგალითს მისცემს სხვა ევროპულ ავიაკომპანიებს და ჩვენ კიდევ მეტი პირდაპირი რეისი გვექნება ევროპის სხვადასხვა მიმართულებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში საფრანგეთის ეროვნული ავიაგადამზიდავის AIR FRANCE - ის მიერ საქართველოში პირველი ავიარეისის შესრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

31 მარტს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საფრანგეთის ავიაკომპანიამ „AIR FRANCE“ პირველი რეისი შეასრულა, რომლის პირველი მგზავრი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო. საინაუგურაციო რეისს თბილისის აეროპორტში დახვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია.

„AIR FRANCE“-ის რეისს ასევე ჩამოყვნენ ფრანგი ტუროპერარტორები, ბლოგერები და ჟურნალისტები. დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორი გოჩა მაზმიშვილი, ასევე ტურიზმისა და საავიაციო სფეროს წარმომადგენლები.

თბილისის აეროპორტში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და ავიაკომპანია ’’Air France-KLM-ის კორპორატიული და სავაჭრო დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტი სებასტიან გუიო.

სიტყვით გამოსვლისას, გიორგი ქობულიამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ საფრანგეთის დედაქალაქთან პირდაპირი ავიარეისის დანიშვნა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომელთაც შეეძლებათ, უფრო იოლად და სწრაფად ჩავიდნენ ევროკავშირში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის დაახლოების პროცესს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელსა და მის გუნდს წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებისთვის, აგრეთვე თბილისის აეროპორტის მმართველ კომპანიას „ტავ ჯორჯიას“.

„AIR FRANCE“-ის მიერ პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ეარბას A 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

AIR FRANCE მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2016 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 84 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის