logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
Night Lab - თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტმა ღონისძიებების ახალი სერია დაიწყო
Night Lab - თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტმა ღონისძიებების ახალი სერია დაიწყო
12:13 30.03.2019
თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტისა და “თბილისის სტარტაპ ბიუროს“ ერთობლივი პროექტის - Night Lab-ის პირველი ჰაკათონი გაიხსნა. ღონისძიებას „ღვინის ქარხანამ“ უმასპინძლა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების დაწყებამდე გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე, სოფიო ხუნწარია, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, ანდრია ბასილაია, ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე და „თბილისის სტარტაპ ბიუროს“ დირექტორი გური ქოიავა გაუძღვნენ. გარდა ამისა, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს „თბილისის სტარტაპ ბიუროსთან“, მედია ჯგუფთან „For You“ და თბილისის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოსთან, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმება და განხორციელდება Night Lab-ის ღონისძიებები.

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მენეჯერის სერგი გვარჯალაძის თქმით, ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყოს ინოვაციურ იდეებს და მათ განხორციელებას.
”ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულება ამ ღონისძიების ის არის, რომ ხელი შევუწყოთ უპირველეს ყოვლისა ინოვაციურ იდეებს, ასევე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ორი დრის მანძილზე ახალი ციფრული პროექტები, პროდუქტები, იდეები და სერვისები შეიქმნება ამ ჰაკათონის ფარგლებში”, - განაცხადა თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ.

ჰაკათონში 15 გუნდი მონაწილეობს, რომლებმაც შესარჩევი ტური წარმატებით გაიარეს. შერჩეული გუნდები 48 საათის განმავლობაში გუნდური მუშაობის შედეგად და კომპეტენტური მენტორების ზედამხედველობის პირობებში შექმნიან ციფრულ სერვისებს, პროდუქტის პროტოტიპებს, აპლიკაცია/ვებგვერდებს, მოწყობილობებს ან მონაცემების მოძიებისა და ვიზუალიზაციის საშუალებებს, რომლებიც რელევანტური იქნება ღამის ეკონომიკის გაძლიერებისთვის.

31 მარტს, 17:00 საათზე გაიმართება დასკვნითი ღონისძიება, რომელზეც წარდგენილ პროექტებს შეაფასებს სპეციალურად შერჩეული კომპეტენტური ჟიური. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო და სხვა პრიზები.

Night Lab არის ინოვაციების ხელშემწყობი რეგულარული საჯარო ღონისძიებების სერია, რომლის ფარგლებშიც კრეატიული ადამიანები იკრიბებიან, ახდენენ პროდუქტების ან ბიზნეს იდეების გენერირებას, რომლებსაც აღასრულებენ ან გარკვეულ ეტაპამდე მიჰყავთ.

სერიის მიზანია, ღამის ეკონომიკის ჭრილში, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს პროექტებისა და პროდუქტების განვითარება, ინოვაციური იდეების გენერირება და ხელშეწყობა.
პროექტის პარტნიორები არიან: Orient Logic, Grant Thornton Georgia, Spark, Edison, Dunkin, Wendy's, და GITA. პროექტის მთავარი მედიაპარტნიორია 4U.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის