logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქობულია: ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში დიდი პერსპექტივებია, მათ შორის მედიცინის სფეროში
ქობულია: ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში დიდი პერსპექტივებია, მათ შორის მედიცინის სფეროში
17:58 20.03.2019
„ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან დიდ პერსპექტივებს ვხედავთ, რაც ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად, გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის მედიცინის სფეროში“, - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ ბელარუსის საქმიან საბჭოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ რუსისთან ერთად ესწრებოდა, რომელიც ბელარუსის დელეგაციასთან ერთად საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

გიორგი ქობულიას თქმით, ბელარუსი საკმაოდ განვითარებულია ქირურგიასა და ქირურგიული მოწყობილობების სექტორში, შესაბამისად, საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი ქირურგიული ცენტრის შექმნას.

„ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითები - მათ შორის არის ტრაქტორების წარმოება, რომლებიც ჩვენთან, ბელარუსისა და საქართველოს ერთობლივ საწარმოში ეწყობა, ასევე ბელარუსული წარმოების ხარისხიანი ლიფტები, რომლებიც, პრაქტიკულად, ლოკალიზებულია საქართველოში ანუ მასალებიც კი ჩვენს ქვეყანაში იწარმოება. გარდა ამისა, საუბარია კომბაინური ტექნიკის წარმოებაზე და სხვა მრავალ მიმართულებაზე, რომლებიც, ვფიქრობთ, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაიყვანს“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი ქობულიას შეფასებით, ბელარუსი არის საქართველოსთან კულტურულად და გეოგრაფიულად ახლო ქვეყანა, რაც, მინისტრის თქმით, საქართველოს მოსახლეობას კიდევ უფრო უადვილებს ბელარუს კოლეგებთან და ბიზნესმენებთან ურთიერთობას.
„საკმაოდ დიდი ინვესტიციები იქნება განხორციელებული ასევე ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში - ეს არის სარკინიგზო ტრანსპორტი, ასევე საბორნე მიმოსვლა უკრაინის პორტებთან, რომელიც რეგულარული გვინდა გავხადოთ“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა