logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ქობულია: საქართველოს ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის კეთილდღეობის გარანტი და საუკეთესო გზაა
გიორგი ქობულია: საქართველოს ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის კეთილდღეობის გარანტი და საუკეთესო გზაა
18:15 19.03.2019
„საქართველო კვლავაც ერთგულია ევროინტეგრაციის. ეს არის ქართველი ხალხის შეუქცევადი და შეგნებული არჩევანი, რადგან ჩვენ ყველას გვესმის, რომ სწორედ ესაა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტი და საუკეთესო გზა“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს შეხვედრაზე, რომელშიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

გიორგი ქობულიამ და სესილიამ მალმსტრომმა დღეს ასევე სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველო - ევროკავშირის ბიზნესფორუმი გახსნეს.

გიორგი ქობულიამ ევროკომისარს და საბჭოს წევრებს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ასპექტები და მიზნები გააცნო, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების პროცესს პოლიტიკური გაერთიანებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედად მიიჩნევს და ქვეყნის მიზანი ამ ჩარჩოში წარმოდგენილი ყველა უპირატესობით მაქსიმალური სარგებლის მიღებაა.

„ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის DCFTA-ს ეფექტიანი განხორციელება, მთავრობის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმების გატარება და მაქსიმალური ძალისხმევა მივმართოთ ყველა აღებული ვალდებულების წარმატებით განსახორციელებლად“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
გიორგი ქობულიამ ასევე დეტალურად ისაუბრა საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოსა და ამ კონტექსტში აქცენტი ინვესტორებისთვის შექმნილ პირობებზე გააკეთა. მისი განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური ხედვა და ბიზნეს-კლიმატის მოდელი მთლიანად ეფუძნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის საჭირო უსაფრთხო და პოლიტიკურ პროგნოზირებად გარემოსა და ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე ორიენტირებულ ეკონომიკას.

ასევე, სამინისტროს ცნობით, ეკონომიკის მინისტრმა ევროკომისარს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია. თუმცა, გიორგი ქობულიას თქმით: „რეფორმებთან ერთად, საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტულად მიიჩნია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი არის კერძო სექტორის ზრდის მთავარი წყარო, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნასა და ინოვაციების განვითარებას“.

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი, სესილია მალმსტრომი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრებს მართვას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა