logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე უკეთესი მომავლისთვის" რეგისტრაცია დაიწყო
სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე უკეთესი მომავლისთვის" რეგისტრაცია დაიწყო
17:37 12.03.2019
საქართველოს მთავრობის ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შემუშავდა ახალი საგრანტო პროგრამა ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის", რომელზეც დღეს, 12 მარტ, განაცხადების მიღება დაიწყო და აღნიშნული 12 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
პროგრამა ითვალისწინებს გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები)) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის, აგრეთვე თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას.

პროგრამის პირობები:
• აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი,
• აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ლეგიტიმურად ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში.
• ასევე 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე;

დაფიანსების მაქსიმალური თანხები:
• 7 000 ლარამდე ერთ ბენეფიციარზე, რომელიც უნდა ცხოვრობდეს / საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
• 15 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ორი ბენეფიციარისგან, მათ შორის ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს / საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
• 20 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება სამი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს / საქმიანობდეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;
• 35 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ოთხი ან მეტი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს / საქმიანობდეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;

შერჩევის ეტაპები:

• შერჩევის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირები ავსებენ და არეგისტრირებენ ელექტრონულ ბიზნესგეგმას წინასწარ შექმნილ სპეციალურ ლინკზე (რომელიც განთავსდება აღნიშნულ ვებ-გვერდზე წწწ.ენტერპრისეგეორგია.გოვ.გე) და შევსებული დოკუმენტი იგზავნება ელ. ფოსტის მისამართზე (გრანტ@ენერპრისე.გოვ.გე); განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ქართულ და აფხაზურ ენაზე.
• პროგრამის მეორე ეტაპზე, სააგენტოს მიერ ხდება ბიზნესგეგმების შეფასება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით;
• შერჩევის მესამე ეტაპზე, შერჩეული პოტენციური ბენეფიციარების სია წარედგინება კომისიას, რათა გამოავლინოს საბოლოო გამარჯვებულები;

დასაფინანსებელი მიმართულებები:
• პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ნებისმიერი სახის წარმოება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და მომსახურების სფერო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა