logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი ჯეფრი საქსი ეწვია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი ჯეფრი საქსი ეწვია
18:10 11.03.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ლაშა მიქავა და ეკატერინე მიქაბაძე მსოფლიოში ცნობილ ამერიკელ ეკონომისტ ჯეფრი საქსს შეხვდნენ. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი ჟან ფრედერიკ პოლსენი.

ჯეფრი საქსი თბილისში 3-დღიანი ვიზიტით იმყოფება. იგი გახლავთ ეკონომიკის ცნობილი პროფესორი, ბესტსელერების ავტორი, ინოვაციური პედაგოგი და მდგრადი განვითარების გლობალური ლიდერი. ჯეფრი საქსი გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის დირექტორი, გაეროს განვითარების გაფართოებული კომისიის კომისარი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერასის მრჩეველია მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში. 2001-2018 წლებში მას გაეროს გენერალური მდივნების, კოფი ანანის, პან გი მუნის და ანტონიო გუტიერასის სპეციალური მრჩევლის პოზიცია ეკავა. ამასთან, პროფესორი საქსი კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორია. 2002-2016 წლებში იყო დედამიწის ინსტიტუტის (Earth Institute) დირექტორი.

ცნობილი ეკონომისტის განცხადებით, საქართველოში მისი ვიზიტის ძირითადი მიზანი და ინტერესი მწვანე ეკონომიკა-მდგრადი განვითარების საკითხებია. „საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა დიდი კულტურით. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებს სურთ ეწვიონ ტურისტულად ამ ლამაზ ქვეყანას. ამ მიმართულებით არსებობს ბევრი შესაძლებლობა ეკონომიკური განვითარებისა და ამ განვითარებით მიღებული სარგებლის ქვეყნის მოსახლეობაში განაწილებისათვის. ასევე მნიშვნელოვანია ჰაერის სისუფთავე, სუფთა ენერგიის წარმოება და ისეთი ავტომობილის მართვა, რომლებიც არ აბინძურებს ჰაერს. ეს ის საკითხებია, რომლებიც მთავრობასთან შეხვედრისას განვიხილეთ“ - აღნიშნა საქსმა.

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ტურიზმი, სუფთა ენერგიის წარმოება და ა.შ. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ ეკონომიკურ გარემოს, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, სოციალურ პროგრამებს.

„ჯეფრი საქსი მსოფლიოში აღიარებული ეკონომისტია, ამიტომ საინტერესო იყო მისი აზრი საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების და რეფორმების შესახებ. ჩვენ გავაცანით საქართველოს ეკონომიკის განვითარების ჩვენეული ხედვა და პოლიტიკა, ასევე მოვისმინეთ მისი შეფასება ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ - უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი საქსი საქართველოს ეკონომიკური ზრდა-განვითარების პერსპექტივებს მაღალ შეფასებას აძლევს“, - აღნიშნა ეკატეინე მიქაბაძემ.

ჯეფრი საქსი თბილისში ვიზიტის ფარგლებში სამთავრობო წრეების წარმომადგენლების გარდა, შეხვედრებს გამართავს აკადემიურ წრეებთანაც.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა