logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
აჭარამ ქალ მეწარმეთა ეროვნულ ბიზნეს-ფორუმს უმასპინძლა
აჭარამ ქალ მეწარმეთა ეროვნულ ბიზნეს-ფორუმს უმასპინძლა
13:50 08.03.2019
აჭარამ მეწარმე ქალთა ეროვნულ ბიზნეს-ფორუმს უმასპინძლა. უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიება, ბათუმში მესამედ გაიმართა და მას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, 250-მდე ქალი მეწარმე დაესწრო, რომლებიც ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესს წარმოადგენდნენ. აღნიშნული ფორუმი, ბიზნესში ჩართული ქალბატონებისთვის, კომუნიკაციის ყველაზე დიდი პლატფორმაა საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ ერთმანეთის გამოცდილებას, დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები და მიიღონ ინფორმაცია ბიზნესში ქალთა ჩართულობის კუთხით არსებული პროგრამების შესახებ.

თუკი წინა წლებში, ბიზნეს-ფორუმი პანელური დისკუსიების ფორმატში ტარდებოდა, წელს უპირატესობა ტრენინგებს მიენიჭა, რაც თავად მონაწილე ქალბატონების მოთხოვნა იყო. ტრენინგების თემატიკაც მათი საჭიროებებიდან გამომდინარე შეირჩა. დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ტრენინგების მონაწილე ქალბატონებს გაუზიარეს ინფორმაციები იმის შესახებ, როგორ დაბრენდონ პროდუქცია, როგორ გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი და როგორ ითანამშრომლონ ფინანსურ ინსტიტუტებთან. ტრენინგებს უძღვებოდნენ გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ფონდი ,,შპარკასე საქართველო“.

ღონისძიება, რომელიც სიმბოლურად, ყოველ წელს ქალთა საერთაშორისო დღეს იმართება, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა.

,,მოხარულები ვართ, რომ მეწარმე ქალთა ბიზნეს-ფორუმი უკვე ტრადიციად იქცა. ეს ღონისძიება კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მეწარმე ქალებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო სერვისების, დაფინანსების წყაროებისა და იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო თუ დონორი ორგანიზაციები, სპეციალურად ქალბატონებს სთავაზობენ. კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, გაეცნონ ერთმანეთს და გამოცდილებაც გაუზიარონ. ქალთა ჩართულობა ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ფორუმი საკმაოდ წარმომადგენლობითია“ - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

ღონისძიებაზე სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, თამაზ შავაძე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, წარმატებული ქალი მეწარმეების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემია, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრო ორგანიზაციების ქსელი, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს წარმომადგენლობა. ღონისძიებას საფუძველი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და მერსი ქორფსის ,,კავკასიის ალიანსების პროგრამის” ფასილიტაციით ჩაეყარა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის