2019 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 25%-ით გაიზარდა
2019 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 25%-ით გაიზარდა
16:44 06.03.2019
2019 წლის 2 თვის მონაცემებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 25%-ით გაიზარდა.

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თებერვალში 238,445 მგზავრს მოემსახურა, რაც 13 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით;

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის თებერვალში 111% გაიზარდა და 47,573 მგზავრი შეადგინა;

2019 წლის თებერვალში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 14,278 მგზავრმა ისარგებლა, 87%-ით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს.

ზრდის ტენდენცია შეინიშნება ადგილობრივი აეროპორტებშიც.

2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებში, 2019 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, მგზავრთნაკადი 80%-ით გაიზარდა.
ბეჭდვა