შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა. აღნიშნული
ღონისძიებისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შრი ლანკაში არჩილ ძულიაშვილმა და საქართველოს ახლადდანიშნულმა საპატიო კონსულმა შრი-ლანკაში, დიან გომესმა.საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის, ხელისუფლების, შეიარაღებული ძალებისა და კერძო სექტორის მაღალჩინოსნები, აგრეთვე შრი-ლანკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.