logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
გიორგი ქობულია თურქეთის ვაჭრობის საკითხთა მინისტრს შეხვდა
გიორგი ქობულია თურქეთის ვაჭრობის საკითხთა მინისტრს შეხვდა
01:29 05.03.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თურქეთის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის დროს გაიმართა შეხვედრები თურქეთის სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, აგრეთვე მონაწილეობა მიიღო საქართველო - თურქეთის საზღვარზე, თურქეთის მხრიდან სარფის საბაჟო - გამშვები განახლებული პუნქტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში.

თურქეთის ვაჭრობის საკითხთა მინისტრ რუჰსარ პექჯანთან შეხვედრისას განხილული იყო ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. მინისტრები შეთანხმდნენ უფრო კოორდინირებულ ურთიერთობებზე, რომლებიც ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს კიდევ უფრო დააჩქარებს.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა.

აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2018 წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 7 პროცენტით გაიზარდა, ასევე ზრდადი იყო ექსპორტის მაჩვენებელი, რომლის 7-პროცენტიანი მატებით თურქეთის საქართველოს მეხუთე ექსპორტიორი ქვეყანა გახდა. ამავე დროს, საუბარი წარიმართა საქართველოში წარმოებული ცალკეული პროდუქციის, მაგალითად, თაფლისა და საქონლის ხორცის, თურქეთის ბაზარზე ექსპორტის გატანის გამარტივების მიმართულებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორმხრივი ვაჭრობის ზრდის პოტენციალი არსებობს და ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა, რომლის თაობაც ქვეყნებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. აღინიშნა, რომ ცვლილებების ამოქმედება ახალ ბიძგს მისცემს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.

მინისტრების შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის შეთანხმების ამოქმედების მნიშვნელობაზე დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების მიმართულებით. ქართულმა მხარემ აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება ჯერ კიდევ 2017 წელს მოხდინა, ამჯერად საუბარია თურქეთის მხარის მიერ შეთანხმების რატიფიკაციაზე.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობაზე საბაჟო სფეროში. აღინიშნა, რომ 2019 წელს საქართველოს საბაჟო სისტემაში ხორციელდება საბაჟო სერვისების დიგიტალიზაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც გულისხმობს ყველა საბაჟო სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციები ერთობლივად გაერთიანდებიან ამ პროექტში და უფრო გააღრმავებენ ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის არეალს, მოახდენენ საბაჟო კონტროლის სისტემების შემდგომ დახვეწას და რისკის მართვის პროცესის შემდგომი განვითარებით გააუმჯობესებენ თანამშრომლობას, ეს კი ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებისთვის თანაბარი და სამართლიანი შესაძლებლობების გარემოს შეუქცევად ჩამოყალიბებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა