logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
საქართველოს დღეს ავღანეთის დელეგაცი ეწვევა
საქართველოს დღეს ავღანეთის დელეგაცი ეწვევა
01:24 05.03.2019
მიმდინარე წლის 5-6 მარტს საქართველოს ავღანეთიდან ინდუსტრიისა და კომერციის მინისტრის მოადგილისა და ავღანეთის პრეზიდენტის ეკონომიკის საკითხებში უფროსი მრჩევლის ხელმძღვანელობით დელეგაცია ეწვევა. ვიზიტი შედგება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ორიენტირებულია ავღანეთში კერძო სექტორისა და მეწარმეობის განვითარებაზე.

"საქართველოს ეკონომიკური განვითარების სწრაფი პროცესი იქცა მისაბაძ მაგალითად რეგიონის ქვეყნებისათვის. მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის არსებული მხარდაჭერის პროგრამები რამდენიმე წელია წარმატებით დაინერგა საქართველოში. არსებული მექანიზმების გაცნობით დაინტერესებული ავღანური მხარე ვიზიტის ფარგლებში გამართავს სხვადასხვა შეხვედრებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და ასევე, სამინისტროს დაქვემდებარებულ რამდენიმე სააგენტოსთან, მათ შორის სსიპ-თან „აწარმოე საქართველოში“.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს დირექტორსადა ავღანური მხარის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გასული წლის 19 ნოემბერს, პარიზში, საფრანგეთში OECD Eurasian Week 2018 – ის ფარგლებში გაიმართა, სადაც საქართველო და კონკრეტულად სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის დასახელდა, როგორც წარმატებული მაგალითი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით. შეხვედრის მსვლელობისას, ასევე, განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

5 მარტს დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ეკა ნიქაბაძე გახსნის ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით, ხოლო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, ბატონი მიხეილ ხიდურელი,სიტყვით გამოსვლისას მიმოიხილავს სააგენტოს მიერ ქართველი მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობისათვის დანერგილ პროგრამებსა და ტექნიკური მხარდაჭერის შესაძლებლობებს.

ავღანური დელეგაციის ვიზიტი ემსახურება ქართული მხარის გამოცდილების გაზიარებას, შესაბამისად, 6 მარტს დაგეგმილია შეხვედრა სააგენტოს ოფისში, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ დეტალური ინფორმაცია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმებისა და ზოგადად სააგენტოს, როგორც წარმატებული მაგალითის შესახებ"-აცხადებენ სააგენტოში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა