logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“ და მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორი, რამაზ ახვლედიანი ლისის ტბის წართმევის საქმეზე მედიას შეხვდება
„ახალგაზრდა ადვოკატები“ და მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორი, რამაზ ახვლედიანი ლისის ტბის წართმევის საქმეზე მედიას შეხვდება
16:30 04.03.2019
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორი, რამაზ ახვლედიანი ლისის ტბის წართმევის საქმეზე ჟურნალისტურ კორპუსს შეხვდება, რათა საზოგადოებას დამატებით მიეწოდოს ინფორმაცია სისტემური დანაშაულის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების თაობაზე. ორგანიზაციის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის მიმართ წარმოებული პროცესის პარალელურად, სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაცია მიზანიმართულად ცდილობს ლისის ტბის წართმევის ეპიზოდი მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ხელისუფლების შეტევად წარმოაჩინოს, საზოგადოებას მიაწოდოს საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებზე სრულიად არარსებული და ბუნდოვანი ინფორმაცია, რაც საერთო მდგომარეობით, არ ემსახურება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზანს და ლისის ტბის წართმევის საქმეზე დოკუმენტურად დადგენილ სიმართლეს წარმოაჩენს ყალბი მონაცემებით.

„ახალაგზრდა ადვოკატები“ 2015 წლიდან ჩართულია ლისის ტბის წართმევის საქმის კვლევის პროცესში. ორგანიზაციას საკითხზე გამოქვეყნებული აქვს სპეციალური კვლევაც და სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორი რამაზ ახვლედიანი, საქართველოს პროკურატურიდან ვერ აღწევს დაზარალებულად ცნობას, ხოლო საერთო სასამართლოები სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ ხანდაზმულობის ვადების დარღვევას ასახელებს. სწორედ ამ პირობებში, თითქმის სამწლიანი პრინციპული სასამართლო წარმოების პირობებში, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, რამაზ ახვლედიანის ადვოკატემა, არჩილ კაიკაციშვილმა შეძლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს დარწმუნება, წარდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთება, რომლის შედეგადაც, საკასაციო სასამართლომ ლისის ტბის წართმევის საქმე არსებითი განხილვისთვის დაუშვა და საქმეს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეცედენტული დავის კვალიფიკაცია მიანიჭა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ცალსახად აცხადებს, რომ უფლებას არ მისცემს არც ერთ ჯგუფს, ლისის ტბის წართმევის საქმეზე საზოგადოება შეცდომაში იქნეს შეყვანილი. პირიქით, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საჭიროა ყველა ჯგუფთან დამატებითი კონსულტაცია, თუკი ლისის ტბის წართმევის საქმეზე რომელიმე პოლიტიკოსი, საპარლამენტო უმრავლესობიდან თუ უმცირესობიდან, გამოთქვამს სურვილს შეხვედრაზე და რეალური ინფორმაციის მიღება დოკუმენტურად გახდება შესაძლებელი. ორგანიზაცია, იქედან გამომდინარე, რომ ლისის ტბის წართმევის საქმეზე მოქმედებს საკუთარი სტრატეგიით და კლიენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არ მონაწილეობს არც ერთ იმ ფორმატში, სადაც მამუკა ხაზარაძეს შეკითხვებს უსვამენ, ვინაიდან როგორც მამუკა ხაზარაძეს, ასევე ბადრი ჯაფარიძეს, ყველაზე კარგად მოეხსენებათ ბიზნესპარტნიორ რამაზ ახვლედიანთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ისტორია და მორალური პასუხისმგებლობა. ორგანიზაცია, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მხოლოდ სამართლებრივი ფორმებით ცდილობს რამაზ ახვლედიანის კანონიერ ინტერესებში აღდგენას და გააგრძელებს ამ პროცესს ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე, საკუთარი აპოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ და მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორი რამაზ ახვლედიანი მედიას მადლობას უხდის იმ ინტერესისთვის, რომელიც წართმეული ქონების საკითხზე 2015 წლიდან არსებობს და მიმდინარე კვირას კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს, რათა პასუხი გაეცეს ჟურნალისტთა შეკითხვებს.

რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა, რომლის კომპანიებიც ვერსადროს ჩაითვლება ლისის ტბის კეთილსინდისიერ შემძენად.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა