logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
კობა გვენეტაძემ კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა
კობა გვენეტაძემ კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა
16:04 04.03.2019

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ კავკასიის ეკონომიკის სკოლის

სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა.

კობა გვენეტაძემ მომავალ ეკონომისტებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა და ეროვნული ბანკის ფუნქციები და ამოცანები გააცნო. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

ეროვნული ბანკისა და ეკონომიკის სკოლის საჯარო ლექციების სერია ეროვნულ ბანკსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის 2018 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

მემორანდუმის მიზანია საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პოტენციური კვალიფიციური კადრების მომზადება. ამავე შეთანხმების მიხედვით, კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლას შეძლებენ, რაც მათ პრაქტიკული გამოცდილების შეძენასა და თეორიული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარებათ. მათ საშუალება ექნებათ ადგილზე გაეცნონ ეროვნული ბანკის საქმიანობას და თავად გახდნენ ამ პროცესის მონაწილენი. ისინი ასევე შეძლებენ გაეცნონ მსოფლიო ფინანსური ბაზრების განვითარების ტენდენციებს.

"დღეს შევხვდი ეკონომიკის სკოლის სტუდენტებს და მათთან ვრცლად ვისაუბრე ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. ვუპასუხე ახალგაზრდების შეკითხვებს და მოვისმინე მათი ხედვები. დარწმუნებული ვარ, რომ უნივერსიტეტის ნიჭიერი სტუდენტები საკუთარი ქვეყნის ეკონომიკისთვის ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებენ.

მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს. უნდა ვეცადოთ, რომ ნიჭიერი სტუდენტები მაქსიმალურად ჩავრთოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში. ჩვენ, ეროვნულ ბანკს, ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს და მოხარული ვიქნები, თუ ახალგაზრდა და ნიჭიერი სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროექტებში", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ კობა გვენეტაძეს უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერებინა, რომელიც ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა