logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ენერგეტიკა არის ის დარგი, რომელიც ხელს უწყობს ოკუპირებული აფხაზეთის ინტეგრაციას დანარჩენ საქართველოსთან
ნათია თურნავა: ენერგეტიკა არის ის დარგი, რომელიც ხელს უწყობს ოკუპირებული აფხაზეთის ინტეგრაციას დანარჩენ საქართველოსთან
20:18 01.03.2019
„როდესაც ენგურჰესის რესურსი არ არის საკმარისი, ჩვენ გვაქვს ორი გამოსავალი - აფხაზეთს არ მივაწოდოთ ელექტროენერგია, რაც, პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას - ჩვენს აფხაზ და ქართველ თანამემამულეებს დააზარალებს, ან ვიყენებთ მეორე შესაძლებლობას, რომ დავაბალანსოთ და ჩვენ თვითონ მივაწოდოთ აფხაზეთს ელექტროენერგია, რაც წლების მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკაა“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ საქართველოს ენერგოსექტორის კომერციულ ოპერატორსა (ესკოს) და კომპანია “ინტერ რაოს” შორის გაფორმებული კონტრაქტის თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ერთჯერადი, მოკლევადიანი კონტრაქტი, რომლის ღირებულებაც 315 ათასი დოლარია, ოკუპირებული აფხაზეთისთვის დეფიციტის დასაფარად 2019 წლის მარტში ერთჯერადად 45 მლნ კვტსთ ელექტროენერგიის მიწოდებას გულისხმობს, რაც ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 20 პროცენტს შეადგენს. რეგიონი ელექტროენერგიას მიიღებს ელექტროგადამცემი ხაზი „სალხინოს“ მეშვეობით, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული სისტემის შემადგენელი ნაწილია.


„ამ ელექტროენერგიის იმპორტი ხდება ერთჯერადად, მოკლევადიანი კონტრაქტის ფარგლებში, რომელიც მოქმედებს მხოლოდ მარტში და მისი ღირებულება არის 315 ათასი დოლარი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მსგავსი პრაქტიკა იყო წინა წლებშიც, რადგან ენგურჰესი ჩვენი ელექტროენერგიის ძირითადი წყაროა, მისი ნაწილი მდებარეობს საქართველოს მიერ კონტროლირებად, ხოლო ნაწილი - არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. 25 წელია ჩვენ გვიწევს ამ ელექტროენერგიის გაზიარება აფხაზეთთან, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოსთან და ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან სხვა შემთხვევაში, თავად ვუბიძგებთ სეპარატისტულ რეჟიმს, ჩვენგან დამოუკიდებლად ეძებოს ენერგომომარაგების სხვა გზები“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მინისტრის მოადგილის თქმით, არსებობს პერიოდები, როცა ენგურჰესის წყლის რესურსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დააბალანსოს აფხაზეთის მზარდი მოხმარება. „ასეთ დროს ვიყენებთ მექანიზმს, რომ პირდაპირ მოხდეს შესყიდვა „ინტერ რაოსგან,“ რომ დაბალანსდეს აფხაზეთის ენერგომოხმარების დეფიციტი. გაფორმებული კონტრაქტი საჯაროა, ეს არ არის პირველი ქეისი და მიღებული პრაქტიკაა. ენერგეტიკა არის ის დარგი, რომელიც გვაახლოებს ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან, ეს არის დარგი, რომელიც ხელს უწყობს ოკუპირებული აფხაზეთის ინტეგრაციას დანარჩენ, ერთიან საქართველოსთან და გაუაზრებელი რიტორიკით არ უნდა დავარღვიოთ ეს ბალანსი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.


აღსანიშნავია, რომ 2018 წელს „ენგურჰესზე“ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 60 პროცენტი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას მიეწოდა, 40 პროცენტი კი ოკუპირებულ აფხაზეთს, რაც ოპტიმალურთან მიახლოებული პარამეტრებია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის