logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: სარფის განახლებული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გაზრდის საქართველო-თურქეთს შორის ვაჭრობას, მიმოსვლასა და ურთიერთობებს
გიორგი ქობულია: სარფის განახლებული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გაზრდის საქართველო-თურქეთს შორის ვაჭრობას, მიმოსვლასა და ურთიერთობებს
19:58 01.03.2019
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი რუჰსარ ფექჯანი და აჭარის ა/რ მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე საქართველო - თურქეთის საზღვარზე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ განახლებისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრნენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ქობულიამ მადლობა გადაუხადა თურქეთის ხელისუფლებას ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის, მან ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების და ამ პროცესში საბაჟო-გამშვები პუნქტების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობას. მინისტრის თქმით, თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაციის შედეგად წარმოქმნილი პოტენციალის ათვისება მეტწილად დამოკიდებულია სწორედ სასაზღვრო-საბაჟო პროცედურების მოქნილობაზე. „დამეთანხმებით, რომ ორი მეზობელი ქვეყნის მიერ განხორციელებული სამშენებლო პროექტების ასეთი თანხვედრა შემთხვევითი არაა და დღევანდელი ცერემონია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის ურყევ ნებას სტრატეგიული პარტნიორობისა და ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სარფი წარმოადგენს არა მარტო მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს ტვირთების გადაზიდვისთვის, არამედ იგი საქართველო-თურქეთს აკავშირებს ეკონომიკურად, კულტურულად და სოციალურად, განახლებული ინფრასტრუქტურა კი ბიძგს მისცემს ვაჭრობის და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების და მიმოსვლის კიდევ მეტად ზრდას. ამასთან, მინისტრის განცხადებით, ჩვენს ქვეყნებზე გადის ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი და შეიძლება კიდევ უფრო ავითვისოთ ჩვენს ქვეყნებზე გამავალი სატრანზიტო ტვირთების პოტენციალი.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, რომ 2019 წელს საქართველოს საბაჟო სისტემაში ხორციელდება საბაჟო სერვისების დიგიტალიზაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც გულისხმობს ყველა საბაჟო სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას. „იმედი მაქვს, რომ საქართველოს და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციები ერთობლივად გაერთიანდებიან ამ პროექტში და უფრო გააღრმავებენ ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის არეალს, მოახდენენ საბაჟო კონტროლის სისტემების შემდგომ დახვეწას და რისკის მართვის პროცესის შემდგომი განვითარებით გააუმჯობესებენ თანამშრომლობას, ეს კი ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებისთვის თანაბარი და სამართლიანი შესაძლებლობების გარემოს შეუქცევად ჩამოყალიბებას“, - აღნიშნა მან.
საშუალო მონაცემებით, ზაფხულის სეზონის განმავლობაში სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით საზღვარს ყოველდღიურად კვეთს 1000-მდე სატვირთო ავტომანქანა, 2000-მდე მსუბუქი ავტომანქანა, 400-მდე ავტობუსი და 25000-მდე ფეხით მოსიარულე.

საქართველოსა და თურქეთისთვის, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფანში მყოფი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიმზიდველი და კონკურენტული სატრანზიტო დერეფნის განვითარებას, რისთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია საბაჟო სფეროში განვითარების ერთიანი პრინციპების ჩამოყალიბება. თურქეთის რესპუბლიკა, ბოლო წლების განმავლობაში რჩება ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო პარტნიორად საქართველოსთვის და მზარდი ეკონომიკური ტენდეციების ფონზე საბაჟო სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა