logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ალიევი: ქართულ-აზერბაიჯანული პროექტები მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია
ალიევი: ქართულ-აზერბაიჯანული პროექტები მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია
17:44 27.02.2019
დღეს, საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა შეხვედრების შემდეგ მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს. ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველო და აზერბაიჯანი, ერთობლივი ძალისხმევით, მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ არა მხოლოდ ქვეყნებისათვის, არამედ კონტინენტისათვის.

,,ისტორიას თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ 90-იანი წლების ბოლოდან ბაქო-სუფსის აშენება დიდი მოვლენა იყო, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ კასპიის და შავი ზღვა ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა.

ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ეზრუმის გაზსადენი აშენდა. ეს ყველაფერი საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთობლივი ძალისხმევით განახორციელეს და დღეს ეს პროექტები აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას და ამ მარშრუტით დღეს სამხრეთ გაზის კორიდორი წარმატებით რეალიზდება.

ეს რეგიონში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია და სამხრეთ გაზის კორიდორის განხორციელება თითქმის სრულდება.

შარშან მოხდა მისი ოფიციალური გახსნა, მისი ძირითადი ნაწილით - ტანაპით, რომელიც ექსპლუატაციაში უკვე გადაეცა, უზრუნველყოფილი იქნება გაზის ტრანსპორტირება.

ეს პროექტები ჩვენი ქვეყნებისთვის, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტებია, რომლებიც თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება.

თუ პროექტების დაწყების დროს სამი ქვეყანა თანამშრომლობდა, ამჟამად ჩვენ შემოგვიერთდნენ ახალი პარტნიორები.

დღეს დიდ ყურადღებას ვაქცევთ ასევე, ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობას. ეს ჩვენი მოლაპარაკებების საკითხია.

ამ პროექტებს მოაქვთ დიდი სარგებელი ჩვენი ქვეყნებისთვის. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით, იზრდება ტვირთების გადაზიდვის მოცულოვბა. ჯერ პირველ ეტაპზე ვართ, მაგრამ უკვე ვხედავთ მის სარგებელს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ სწორ გზაზე. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შემდეგ აზერბაიჯანმა თავის მეზობლებთან, კასპიის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებთან მიაღწია შეთანხმებებს და ამის შედეგად ტვირთბრუნვა უფრო მეტად გაიზრდება.

ეს ახალი კორიდორი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ კონტინენტები გაერთიანდნენ და აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრადიციული მეგობრული ფორმატით გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა.
რა თქმა უნდა, დღეს ყველა საკითხთან დაკავშირებით გვქონდა აზრთა გაცვლა, მათ შორის, ჰუმანიტარულ, კულტურულ, განათლების და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით გვქონდა აზრთა გაცვლა.

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები დიდ როლს თამაშობენ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში.

აზერბაიჯანი და საქართველო მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყნებია და ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები ხალხების წარმომადგენლები თავს გრძნობენ კომფორტულად და ეს ჩვენი ქვეყნების მომავალი და დღევანდელი განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
მოხარული ვარ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი აზერბაიჯანში გაემგზავრება ჩვენს რეგიონში და შეხვდება ეთნიკურ ქართველებს.

ეს, რა თქმა უნდა, მათთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. სხვა ხალხების წარმომადგენლებსაც გაუხარდებათ.

დარწმუნებული ვარ, რომ გაეცნობით ამ რეგიონს და ის კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.

ერთი სიტყვით, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა სფეროში ჩვენს თანამშრომლობას დიდი პერსპექტივები გააჩნია, გაგვაჩნია პოლიტიკური ნებაც.

საქართველო და აზერბაიჯანი ამის შემდეგაც მხარს დაუჭერენ ერთმანეთს, ამის შემდეგ ახალი პროექტების თაობაზე ვიფიქრებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს კარგი მომავალი აქვთ და დღევანდელი ოფიციალური ვიზიტი ჩვენი ურთიერთობისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია", - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის