ანა საბახტარაშვილი: სახელმწიფოსა და ორგანიზაციების კოორდინაცია მშენებლობებს უფრო ეფექტურს გახდის
ანა საბახტარაშვილი: სახელმწიფოსა და ორგანიზაციების კოორდინაცია მშენებლობებს უფრო ეფექტურს გახდის
15:21 20.02.2019
ინფრასტრუქტურის მშენებლთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ანა საბახტარაშვილი საქართველოს პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის გამოსვლას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ უწყების პირველმა პირმა ინფრასტრუქტურის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

„მინისტრის გამოსვლაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გამოვყოფდი. პირველი, რასაც აღვნიშნავ არის ის, რომ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტუასა და ორგანიზაციას შორის კოორდინაციას გაუსვა ხაზი. ჩემი აზრით, ეს უფრო ეფექტურს გახდის ისეთ მშენებლობებს, რომელიც დაკავშირებულია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ, სპორტულ, სამედიცინო, დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიმართულებით პროექტებს.

ასევე, საჭირო და მნიშვნელოვანია საჭიროებათა კვლევა, სოფლის საჭიროებიდან დაწყებული - ასული ვერტიკალზე - რასაც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რადგან ეს საკითხი თითოეული მცხოვრების ინტერესებზე გადის. რადგან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას სოფელში, თუ თემში ერთ-ერთი მთავარი არის მესაკუთრეებთან დაკავშირებული პრობლემები - ამიტომ, ყოველთვის უმჯობესია, ჯერ მათი პოზიცია ვიცოდეთ და შემდეგ დავიწყოთ მშენებლობის გაგეგმარება. ეს სწორი მიდგომაა.

კონტრაქტორების თემას რაც შეეხება, მინისტრმაც აღნიშნა და მეც ვეთანხმები, - საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს წინასატენდერო შეხვედრები პოტენციურ კონტრაქტორებთან. ჩვენ ვცდილობთ ყველა შემსყიდველის გეგმები წინასწარ გავუზაიროთ სამშენებლო სექტორს, რომ უფრო მომზადებული იყვენენ ისინი ბიუჯეტისა და რესურსების თვალსაზრისით. ეს არის ჯანსაღი პროცესი და მსჯელობა. ჩვენი, როგორც ბიზნესსექტორის ძირითადი მოთხოვნა არის სწორედ ეს, - რომ შედეგზე და მოტივაციაზე დაფუძნებული შესყიდვების დანერგვა შემძლოთ. ეს არის ძირითადი საკითხი, რომლის გარშემოც ვესაუბრებით სამინისტროს. მათი მხრიდან არის ღიაობა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მელე კონკრეტულ შედეგს დავდებთ.

ასევე, მნიშვნელოვანი თემაა კომპლექსური მონიტორინგი, სამშენებლო პროცენტებზე - ქვეყნის მასშტაბით. აქ ძალიან კარგი პრაქტიკა დამკვიდრდა 2018 წლიდან და დღეს გაცილებით მაღალი სტანდარტით ხორციელდება ზედამხედველობა და ამაში ჩართული არიან აკრედიტირებული საზედამხედველო ორგანიზაციები. შესაბამისად, მეტი კომპეტენცია აქვთ, მეტ პასუხისმგებლობას იღებენ და კორუფციული რისკები თეორიაშიც ძალიან შემცირებულია. ამ პოზიტიური შედეგებიდან გამომდინარე, მინისტრმა დღეს გააჟღერა რომ საპროექტოებთან დაკავშირებითაც თითქმის იგივე სისტემის დანერგვის მცდელობა იგეგმება, რაც ასევე დადებითი და ეფექტური შედეგის მომცემი იქნება. ჩვენ ჩართული ვართ ამ მიმართულებით, საბაზრო ფასების გამოკვლევასა და დადგენაში, რაც აუცილებელი კომპონენტია“ განაცხადა ანა საბახტარაშვილმა.
ბეჭდვა