logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
ლევან დავითაშვილი: წელს თხილის გადარჩენის პროგრამაში 15 ათასამდე ფერმერის ჩართვასა და მობილიზებას ვცდილობთ
ლევან დავითაშვილი: წელს თხილის გადარჩენის პროგრამაში 15 ათასამდე ფერმერის ჩართვასა და მობილიზებას ვცდილობთ
16:31 11.02.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ზუგდიდში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) მე-3 კონფერენციას დაესწრო .

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა მეთხილეობის დარგის განვითარების მნიშვნელობას, ისაუბრა სახელმწიფოს ხედვასა და თხილის კულტურის დაცვის მიზნით დაგეგმილ ხელშემწყობ ღონისძიებებზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ძალებით გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევას. თხილის მწარმოებელ ასოციაციაში შარშან რამდენიმე ასეულ ფერმერთან ერთად გამოვცადეთ პროგრამა, რომელმაც ძალიან კარგი შედეგები მოგვცა. ჩვენ უნდა გავზარდოთ ფერმერთა ჩართულობა. წელს 15 ათასამდე ფერმერის ჩართვასა და მობილიზებას ვცდილობთ თხილის გადარჩენის პროგრამაში. საამისოდ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრებიც არის გამოყოფილი. პროგრამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფერმერებმა ყველა აგროღონისძიება ჩაატარონ იმ რჩევების შესაბამისად, რომლებსაც სამინისტრო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ერთობლივად მოამზადებენ. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო შეისყიდის და ასოციაციას გადასცემს 2000 ერთეულ მაღალი ეფექტიანობის შესაწამლ აპარატს და უსაფრთხოების საშუალებებს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კონფერენციას ესწრებოდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი, პიტერ ა. ვიბლერი. მან მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „თხილის დაცვის პროგრამაზე“ დარგის წარმომადგენლებთან და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, რომელიც 8000-მდე წევრს აერთიანებს, წლის დასაწყისიდან მუშაობს. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს და ასოციაციის მონაწილეობით, შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც მეთხილე ფერმერებს საშუალებას მისცემს თხილის დაცვის და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების მიზნით, მავნებებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ დროულად და ეფექტიანად ჩაატარონ აგროსამუშაოები, რათა თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი.

სამინისტროს ინფორმაციიითვე, მეთხილეთა ასოციაცია ასოციაციის წევრებს სთავაზობს შეღავათებს მომსახურებაზე: ნიადაგის გამოკვლევა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის აუცილებელი ტექნიკის გამოყენება, მოსავლის შრობა, სასუქებისა და პესტიციდების შესაძენად აგროკრედიტებზე ხელმისაწვდომობა.

კონფერენციას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი, რომელმაც აღნიშნა რომ მეთხილეობის დარგში არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა.

სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ალექსანდრე მოწერელიამ ვრცლად ისაუბრა რეგიონში თხილის სექტორში არსებულ ვითარებაზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

კონფერენციის მუშაობაში 400-მდე ფერმერი, მსხვილი მწარმოებლები, ექსპორტიორები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ილჰამ ალიევთან: საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების ნაცვლად ევროპაში ტვირთების სახმელეთო გზით გაგზავნა უფრო ეკონომიური და სწრაფია
15:09 23.01.2019
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, შვეიცარის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან