logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
12:03 09.02.2019
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სოფელერისიმედის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნო.

დასახლებაში გამართულ სოფლის კრებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, ერისიმედი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, საზღვრისპირა სოფელია და ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აქ არსებული პრობლემები მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოგვარდება. მან მოსახლეობას გააცნო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დეტალები და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით აღდგენილი პროგრამა, საშუალებას იძლევა, ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად შეარჩიოს სოფლისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და გააკონტროლოს დახარჯული თანხების მიზნობრიობა.

როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, სოფლისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაა და ამიტომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხა სწორედ სასმელი წყლის ქსელების მოწყობაზე დაიხარჯება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლის კრებები გაიმართა მაჩხაანის თემის სოფლებში: ხირსაში, ხორნაბუჯსა და ყარაღაჯში. ადგილობრივების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხით, წელს აღნიშნულ სოფლებში შემოიღობება სასაფლაოს ტერიტორია, ასევე მოგვარდება გარე განათების პრობლემები.სოფელ ხირსაშიმოხდება წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული შეხვედრები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, კახეთის რეგიონშიმოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები უკვე გაიმართა, დაახლოებით, 200 სოფელში, დარჩენილია 80 დასახლება, სადაც 1-ელ მარტამდე გაიმართება სოფლის კრებები და მოსახლეობა თავად შეარჩევს პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ პროექტებს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილია, 2019 წლიდან აღდგა და მისი მოცულობა 40 მლნ ლარია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა