logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: კანონის გამკაცრება, არასრულწლოვნების გაშვება ციხეში ძალიან მარტივია, მაგრამ ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი
ნათია მეზვრიშვილი: კანონის გამკაცრება, არასრულწლოვნების გაშვება ციხეში ძალიან მარტივია, მაგრამ ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი
10:27 06.02.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა 2018 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრისას, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს გაუსვა ხაზი.

"ძალიან მნიშვნელოვანია არასრულწლოვნების თემა და ქურდობების გაზრდილი მაჩვენებელი. რეალურად ქურდობა ეს არის ისეთი კატეგორიის დანაშაული, რომლის აღრიცხვიანობაც 2018 წელს გავაუმჯობესეთ, მაგრამ ნუ ხდება ეს ყოველდღიურად, ადამიანები ამას გრძნობენ, მოვიტყუებით ამაზე რომ არ ვისაუბროთ. ამასაც ხომ თავისი მიზეზები აქვს, მათ შორის სოციალური ფონი. პრევენციაზე ვმუშაობთ. კამერების რაოდენობა გავზარდეთ მთელი საქართველოს მასშტაბით, 2019-ში 2018 წელთან შედარებით ფაქტიურად გაორმაგება იგეგმება."- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქურდობების მნიშვნელოვანი ნაწილი არასრულწლოვნების მიერ არის ჩადენილი.

"ესენი არიან 14 დან 18 წლამდე ასაკის პირები და 14 წლამდე პირები. მე ძალიან ხშირად მესმის მოთხოვნა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით კანონი გავამკაცროთ. მინდა ცალსახად ვთქვა, ამ მიმართულებით კანონის გამკაცრება, არასრულწლოვნების გაშვება ციხეში ძალიან მარტივია. ამის გაკეთება შეიძლება 1 დღეში. მაგრამ ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ, ეს იქნება ნაბიჯი გადადგმული უკან. მე არ მგონია რომ საზოგადოებას სურდეს, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის, ქურდობებისთვის - და ესეთი დანაშაულები ჭარბობს, არასრულწლოვნების ციხეში გამოკეტვა. აქ ჩვენ სხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე, ეს საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას, განათლების, სოციალური მიმართულებით მუშაობას, ანუ ყველა უწყების, მთავრობის კოორდინირებულ მუშაობას და ძალიან მნიშვნელოვანია რომ კონკრეტული მიმართულებებით ნაბიჯები გადაიდგას. კანონი უნდა შეიცვალოს და გამკაცრდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა სხვა რესურსი ამ მიმართულებით იქნება ამოწურული. სხვანაირად ჩვენ უბრალოდ ნაბიჯს გადავდგამთ უკან."- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის