logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შესავსებად ახალ ინსტრუმენტს - სავალუტო ოფციონებს გამოიყენებს
საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შესავსებად ახალ ინსტრუმენტს - სავალუტო ოფციონებს გამოიყენებს
15:31 31.01.2019
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლიდან რეზერვების შესავსებად უკვე არსებულ სავალუტო აუქციონებთან ერთად, ახალ ინსტრუმენტი - სავალუტო ოფციონები გამოიყენება.
აღნიშნული ინსტრუმენტი, ერთი მხრივ, უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს ეროვნული ბანკის მიერ მოსალოდნელი სავალუტო შესყიდვების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ვალუტის შესყიდვამ გაცვლით კურსზე მინიმალური ზეგავლენა მოახდინოს.

არსებული გეგმით, საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველ თვე აუქციონის წესით გაყიდის ოფციონებს 50 მილიონი ლარის ყიდვის უფლებით. ოფციონი უფლებას აძლევს მფლობელს შეიძინოს ლარი (აშშ დოლარზე ან ევროზე გადაცვლით) მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, მხოლოდ იმ დღეს, როდესაც ლარის ოფიციალური კურსი წინა 20 სამუშაო დღის საშუალო გაცვლით კურსზე მყარია. ეს შეზღუდვა უზრუნველყოფს საერთაშორისო რეზერვების ავტომატურად შევსებას მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც ლარს გამყარების ტენდენცია აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ოფციონის მოქმედების ვადაში არც ერთ დღეს ოფიციალური გაცვლითი კურსი არ იქნა წინა 20 დღის საშუალოზე უფრო მყარი, ოფციონის მფლობელი ვერ მოახდენს მის აღსრულებას.

სავალუტო ოფციონებით მინიჭებული უფლების გამოყენებისას ვალუტის გადაცვლა მოხდება იმავე დღის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც წინა დღის საშუალო გაცვლითი კურსია. საქართველოს ეროვნული ბანკი დააკვირდება ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს და უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მოცულობიდან გამომდინარე, წლის კონკრეტულ თვეს დაიტოვებს უფლებას გაზარდოს ან შეამციროს აუქციონზე გასაყიდი სავალუტო ოფციონის მოცულობა.

ფაქტობრივად, განხორციელებული უცხოური ვალუტის შესყიდვის მოცულობების შესახებ ინფორმაცია ყოველთვიურად, ეროვნული ბანკის ვებგვერდის სტატისტიკის განყოფილებაში გამოქვეყნდება.

საერთაშორისო რეზერვების შევსება მნიშვნელოვანია ქვეყნის მაკრო-ფინანსური სტაბილურობისთვის. როგორც ამას საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები მოწმობს, ადეკვატური მოცულობის რეზერვების არსებობა ამცირებს ქვეყნის რისკიანობასა და კრიზისების ალბათობას, რაც ხელს უწყობს ქვეყნისადმი ინვესტორების ნდობის ზრდას. საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი დოლარიზაციის მქონე, მცირე და ღია ეკონომიკებისათვის, როგორიც საქართველოა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის