logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ტექნოპარკში დღეს პრე-აქსელერატორის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება
ტექნოპარკში დღეს პრე-აქსელერატორის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება
19:51 30.01.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში (ტექნოპარკი) დღეს პრე-აქსელერატორის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის რექტორები დაესწრებიან.

პრეზენტაციის შემდეგ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, საქართველოს უნივერსიტეტს, სან დიეგოს უნივერსიტეტს, კავკასიის უნივერსიტეტს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

შეთანხმების მიხედვით, უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორის მენეჯერები ტრენინგებს სრულიად უფასოდ გაივლიან, უნივერსიტეტები კი 3 წლის განმავლობაში, კურიკულუმისა და მეთოდოლოგიის საფუძველზე, მინიმუმ ორჯერ ჩაატარებენ აქსელერაციის პროგრამას სასწავლებელში.

პრე-აქსელერატორის პროგრამა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი პროექტია, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორების მენეჯერებს ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით ჩაუტარდებათ. ისინი ისწავლიან, როგორ უნდა მართონ პრე-აქსელერატორის პროგრამა, როგორ უნდა მოიზიდონ საჭირო სეგმენტი და როგორ დაეხმარონ სტარტაპებს, თავიანთი იდეების განვითარებაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თეორიული ცოდნის გარდა, მათ ექნებათ შესაძლებლობა უშუალოდ დაესწრონ სტარტაპების აქსელერაციის პროცესს და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.

სტარტაპებს კი პრე-აქსელერატორის პროგრამის ფარგლებში მაღალკვალიფიციური ტრენერების დახმარებით ექნებათ შესაძლებლობა, ბიზნეს იდეები აქციონ წარმატებულ სტარტაპებად.

ბიზნესის მოდელირება, ინვესტორებთან ურთიერთობა, ბაზრის კვლევა, მომხმარებლის იდენტიფიცირება და მოზიდვა, მარკეტინგის საფუძვლები, ფინანსები და ადამიანების მენეჯმენტი - ეს ის საკითხებია, რომლებსაც სტარტაპები პროგრამის ფარგლებში დაეუფლებიან.

აქსელერაცია ინოვაციების სააგენტოს მიერ სრულად ფინანსდება და სტარტაპებისთვის და მენეჯერებისთვის პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.

ტრენინგებს გაუძღვებიან ევროპის ბაზარზე ლიდერი სტარტაპ აქსელერატორი კომპანიები STARTUP WISE GUYS და CIVITTA. მათი მეშვეობით აქსელერაციის პროცესი 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტმა კომპანიამ გაიარა. მათ შორისაა Taxify, ესტონეთის მეოთხე უნიკორნი (მილიარდიანიკომპანია), VitalFields, eaf.fm, Investly, SportID, Wolf3D, Shipitwise და სხვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის