logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: გვაქვს შანსი, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება ჩვენივე გენერაციით დავფაროთ
ნათია თურნავა: გვაქვს შანსი, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება ჩვენივე გენერაციით დავფაროთ
18:01 30.01.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და დარგის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა. ნათია თურნავამ ამ მიმართულებით მთვარობის ხედვა გააცნო კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019“-სი მონაწილეებს. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა რეგიონში იქნება ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად და სწრაფად განვითარებადი უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში. ეს რასაკვირველია ძალიან სასიხარულოა და დიდი შრომის შედეგი, მაგრამ ამავდროულად, ჩვენთვის, ენერგეტიკოსებისთვის დიდი გამოწვევაა - ეკონომიკის ზრდის კვალდაკვალ კიდევ უფრო გაიზრდება ელექტროენერგიის ისედაც მზარდი მოთხოვნა“, -აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე საშუალო პროგნოზითაც კი ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდა 4.6%-ს შეადგენს, დღესდღეობით წლიური გენერაცია12.5 მლრდ კილოვატ საათია, 2030 წლისთვის მოთხოვნა დაახლოებით 21 მლრდ კილოვატი საათი იქნება. როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, ამ დეფიციტის შესავსებად მთავრობას, კერძოდ კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეფექტური გეგმა აქვს. „გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, და ძალიან ეფექტური, აქტიური და კარგი გაგებით აგრესიული გეგმა, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ერთის მხრივ ადგილობრივი გენერაციის განვითარებას და მეორეს მხრივ ხელი შევუწყოთ ქვეყნებს შორის უფრო აქტიურ ვაჭრობას და რეგიონში ჩვენს ინტეგრირებას, რათა ჩვენს მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანი საკუთარ ელექტორენერგიასა და შესაძლოა უფრო იაფ უცხოურ ენერგიას შორის. მესამეს მხრივ - ჩვენ გვაქვს გეგმა, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი მოხმარება უფრო ენერგოეფექტური“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

კერძოდ, მისი განცხადებით, საქართველოს შანსი აქვს, რომ 2025 წლისთვის კვლავ გახდეს ელექტროენერგიის სფეროში ნედ-ექსპორტიორი ქვეყანა: „ჩვენ ასევე გვაქვს შანსი, რომ 2030 წლისთვის საკუთარი მოხმარება ჩვენივე გენერაციით დავფაროთ. ჩვენი რეალისტური გათვლებით, ჩვენ შევძლებთ იმდენი ელექტროენერგიის წარმოებას, რამდენიც ჩვენ დაგვჭირდება, ამას გარდა 3.5 მლრდ კილოვატ საათი ექსპორტის შესაძლებლობა გვექნება ჩვენი სეზონური გენერაციის გათვალისწინებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ამასთან, მისი თქმით, ვაჭრობა არამც და არამც არ განიხილება როგორც ადგილობრივი გენერაციის ალტერნატივა.

რაც შეეხება მთვარობის გეგმას, ნათია თურნავას ინფორმაციით, ის მოიცავს მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების პორტფელს, რაც ენერგეტიკაში ქვეყნის მდგრადობის შესანარჩუნებლად აუცილებელია და რაც ჯამში დაახლოებით 5 მლრდ დოლარის საინვესტიციო პორტფელია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს კონტრიბუციაა არამარტო ენერგეტიკაში, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. თუმცა, მისი ინფორმაციით, გეგმის თანახმად, უფრო პრიორიტეტული მცირე და საშუალო ენერგეტიკაა. „ეს სწორედ ის სეგმენტია, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია რამდენიმე ფაქტორის გამო - ისინი უსაფრთხოა გარემოსთვის - ე.წ. მწვანე ჰესები, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს რეგიონებში ინფრასტრუქტურის და ტურიზმის განვითარებას. მიმდინარე სტატუსით, ასეთი სხვადასხვა ფაზაში მყოფი 117 პროექტი გვაქვს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის