logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
გიორგი ქობულია: ევროკავშირმა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბება შემოგვთავაზა
გიორგი ქობულია: ევროკავშირმა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბება შემოგვთავაზა
00:09 30.01.2019
"უმაღლესი დონის დიალოგის გამართვა იმის დასტურია, რომ ევროკავშირს საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ევროკავშირი - საქართველოს მაღალი დონის ტრანსპორტის დიალოგის სხდომის დასრულების შემდეგ. აღნიშნული მაღალი დონის დიალოგი ტრანსპორტის საკითხებზე საქართველოში პირველად გაიმართა. სხდომაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი.
გიორგი ქობულიას განცხადებით, ევროკავშირთან დიალოგი მთავრობას დაეხმარება, შეიმუშაოს ახალი ინიციატივები. „უკვე 2019 და 2020 წლებში ჩვენ ლოგისტიკური და სატრანსპორტო სისტემების განვითარების მნიშვნელოვან შედეგს დავინახავთ,“ - განახადა მან.


მისი თქმით, დიალოგის მთავარი მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.
ასეთ გადაწყვეტილებებს შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაასახელა ტრანსპორტის სფეროში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, ასევე იმ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, რომელიც ევროკავშირს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში გააჩნია.


„საუბარია არაერთ ინიციატივაზე სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის, ასევე რკინიგზის რესტრუქტურიზაციის თვალსაზრისით და საჰაერო ტრანსპორტის და სამოქალაქო ავიაციის განვითარების კუთხით. ყოველივე ეს ჩვენ დაგვეხმარება, რათა საქართველო უფრო მეტად იყოს ინტეგრირებული ევროკავშირის ბაზრებთან,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.


„ევროკავშირი საქართველოს აღიქვამს ერთ-ერთ ძირითად რეგიონულ პარტნიორად საგზაო უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. ამ მიზნით, მათ ჩვენ საქართველოში რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბება შემოგვთავაზეს, რომელიც საქართველოდან წარმართავს რეგიონის სხვა ქვეყნების გზებზე უსაფრთოხების გაუმჯობესების პროექტებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


„ასეთი დიალოგები ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებს შორის, ცოტაა. ეს იყო კეთილი ნება და თავად ევროკავშირის ინიციატივა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენადაა დაინტერესებული ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი საქართველოს ინტეგრაციით ევროპის სატრანსპორტო - ლოგისტიკურ სისტემებში,“ - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა