logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ჰენრიკ ჰოლოლეი: ვფიქრობ, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია დანერგოს სამოქალაქო ტრანსპორტის დიგიტალიზაცია
ჰენრიკ ჰოლოლეი: ვფიქრობ, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია დანერგოს სამოქალაქო ტრანსპორტის დიგიტალიზაცია
23:59 29.01.2019
„ვფიქრობ, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია დანერგოს სამოქალაქო ტრანსპორტის დიგიტალიზაცია“, - ამის შესახებ ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა ჰენრიკ ჰოლოლეიმ ევროკავშირი - საქართველოს მაღალი დონის ტრანსპორტის დიალოგის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მაღალი დონის ტრანსპორტის დიალოგის ფარგლებში ჰერნიკ ჰოლოლეიმ შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან. დიალოგში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სალუქვაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხმალაძე და სხვა ოფიციალური პირები.

ჰენრიკ ჰოლოლეის თქმით, ბევრი სფეროა, სადაც საქართველო-ევროკავშირს შორის მომავალში თანამშრომლობის პოტენციალი არსებობს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სამოქალაქო ტრანსპორტი ერთ-ერთი საინტერესო სფეროა საქართველოში, სადაც ევროკავშირს მეტის გაკეთება შეუძლია.

„დიალოგის მიმდინარეობისას ჩვენ გავცვალეთ აზრები ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ მობილურობისა და ტრანსპორტის მიმართულებით. ჩვენ ასევე შევეხეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ვიმსჯელეთ იმ გზებზე, თუ როგორ უნდა გააძლიეროს საქართველომ თავისი პოზიცია, როგორც ლოგისტიკურმა და სატრანზიტო ქვეყანამ. ასევე იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ დამატებითი სარგებელი ამ მიმართულებით. ამასთან, განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობა ავიაციის სფეროში. ავიაცია არის ის სფერო, სადაც 2010 წელს საავიაციო შეთანხმების დადების შემდეგ ყველაზე წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს. საავიაციო მოძრაობის ნაკადი ყოველწლიურად 10%-ით იზრდება. ასობით ათასი ევროპელი ჩამოდის საქართველოში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. დიალოგის მიმდინარეობისას განვიხილეთ ყველა შესაბამისი გამოწვევები. ასე რომ, ეს იყო მართლაც პროდუქტიული დისკუსია და მე მოუთმენლად ველი დისკუსიებს საზღვაო საკითხებზე, რომელიც მოგვიანებით გაიმართება“, - აღნიშნა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა