logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ჩვენი ინიციატივაა, ქვეყნებმა მოახდინონ მათთან წარმოებულ საქონელზე გაცემული სერტიფიკატების ბლოკჩეინში განთავსება
ივანე მაჭავარიანი: ჩვენი ინიციატივაა, ქვეყნებმა მოახდინონ მათთან წარმოებულ საქონელზე გაცემული სერტიფიკატების ბლოკჩეინში განთავსება
23:56 29.01.2019
„ჩვენი ინიციატივაა, ქვეყნებმა მოახდინონ მათთან წარმოებულ საქონელზე გაცემული სერტიფიკატების ბლოკჩეინში განთავსება“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“.

ივანე მაჭავარიანმა სპეციალური პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში“.

როგორც მან განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მოგვარდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც უკავშირდება ე.წ. წარმოშობის სერტიფიკატების გაყალბებას.

„წარმოშობის სერტიფიკატები (Euro1 და CT1) ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც ორმაგი ხელშეკრულების საფუძველზე საბაჟო გადასახადის შეღავათიან რეჟიმით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს გადამხდელს, ამიტომ ეს დოკუმენტი ხშირად ყალბდება. ასევე, საბაჟო ორგანოები ფიზიკურად ცვლიან ხელმომწერი პირების ხელმოწერების და ბეჭდების ნიმუშებს. ჩვენი ინიციატივა სრულად დაიცავს წარმოშობის სერტიფიკატებს გაყალბებისგან.

ამ მიზნით, ჩვენ ბლოკჩეინში განვათავსეთ სერტიფიკატები, შევქმენით პროგრამული მოდული, რათა პარტნიორი ქვეყნების მებაჟეებმა შეძლონ სერტიფიკატების იდენტიფიცირება.

ამჟამად, ვმუშაობთ სატესტო რეჟიმში. იმედი გვაქვს, ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში. თქვენ იცით, რომ მე ტექნოლოგიების სფეროდან მოვდივარ და როდესაც ვსაუბრობთ გაციფრულებაზე, ინოვაციებზე, სწორედ ასეთი სიახლეები და ექსპერიმენტები გვაძლევს საშუალებას, შევაღოთ სარკმელი ციფრულ სამყაროში და ეს უნდა ხდებოდეს, პრაქტიკულად, ყველა სფეროში. ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ იმდენ პროცესსა და ტრანზაქციას გადავიტანთ ციფრულ სივრცეში, რომ უახლოეს 3-5 წელიწადში, გვექნება თვისობრივად სხვა გარემო დიგიტალიზაციის მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა და მას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა