logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპი“ დაინერგება
გიორგი ქობულია: საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპი“ დაინერგება
17:21 29.01.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას ინფორმაციით, საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპი“ დაინერგება . მინისტრმა ამის შესახებ ისაუბრა კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“, რომელიც ბრიტანული ჟურნალის „THE ECONOMIST“-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“- ის ეგიდით იმართება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს, როგორც სპიკერმა, მონაწილოება მიიღო პანელში - „საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის პერსპექტივები“.

გიორგი ქობულიამ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მთავარი პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმა გააცნო, მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული საზღვაო ტრანსპორტის განვითარება მიაჩნია. გიორგი ქობულიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, „ერთი ფანჯრის პრინციპით“ გაერთიანდება სახელმწიფო და საზღვაო სფეროში მოქმედი კერძო სექტორის წარმომადგენლები და შესაბამისი მომსახურების მიღება ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი.
მინისტრის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად გამარტივდება მომსახურების მიღება სხვადასხვა სექტორისა და ორგანიზაციისაგან, ხოლო კერძო სექტორის მომსახურება გაუთანაბრდება საერთაშორისო სტანდარტს და მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიის მოთხოვნებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა