logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
გიორგი ქობულიამ „ნენსკრა ჰიდროსთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
გიორგი ქობულიამ „ნენსკრა ჰიდროსთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
20:11 28.01.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ სს „ნენსკრა ჰიდროსთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ხელმოწერა განხორციელდა აღნიშნული ენერგეტიკული პროექტის ინვესტორის, კორეის წყლის რესურსების კორპორაციის „ქეი უოთერის“ აღმასრულებელი დირექტორის ჰაკსუ ლის ვიზიტის ფარგლებში. „ნენსკრა ჰიდროს“ მხრიდან დოკუმენტს ხელი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სუნიანგ კიმმა მოაწერა. ხელმოწერას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა.


შეხვედრისა და მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა კორეული კორპორაციის საქმიანობა საქართველოში და თანამშრომლობის რამდენიმე დადებით ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება. გიორგი ქობულიას განცხადებით, ამჟამად ნენსკრა ჰესის ინვესტორ კომპანიას 60-მდე პირი ჰყავს დასაქმებული, აქტიური მშენებლობის პროცესში კი მათი რაოდენობა 1000-ს მიაღწევს. მინისტრის განცხადებით, „ქეი უოთერი“ ქართველ ინჟინრებს კორეაში გადაამზადებს, ასევე გადაამზადებენ უშუალოდ მშენებლობაზე დასაქმებულ რამდენიმე ასეულ ადამიანს, რომლებიც, ნენსკას მშნებლობის პროექტის დასრულების შემდეგ, სხვა ანალოგიურ პროექტებში შეძლებენ მუშაობის დაწყებას.


„ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გვეხმარება ჩვენი მუშახელის ტექნიკური კომპეტენციებისა და კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ დასაქმებაში. თუმცა ნენსკრა ჰესი პირველ რიგში არის მსხვილი ჰესი, რომელიც მოგვცემს ელექტროენერგიას, რაც ასე გვესაჭიროება გაზრდილი ენერგომოხმარების ფონზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


კორეის წყლის რესურსების კორპორაციის (K-Water) აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰაკსუ ლიმ განაცხადა, რომ „კორპორაცია “ქეო უოთერი” 50 წელიწადზე მეტია, წარმატებით ახორციელებს მაღალი სირთულის პროექტებს როგორც წყლის რესურსების მართვის, ისე ჰიდროენერგეტიკის დარგებში. ჩვენი კომპანია 24 ქვეყანაშია წარმოდგენილია 60-ზე მეტი პროექტით, მათ შორის - ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურით საქართველოში.“


“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ნენსკრა ჰესის პროექტის ფარგლებში ჩვენი მიმდინარე და სამომავალო თანამშრომლობის საკითხები. ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ეს პროექტის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტი იქნება,“ - განაცხადა ჰაკსუ ლიმ.


სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. ჯამური ინვესტიცია 1.3 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა