აწარმოე საქართველოში დღეს დონორ ორგანიზაციებთნ შეხვედრას გამართავს
აწარმოე საქართველოში დღეს დონორ ორგანიზაციებთნ შეხვედრას გამართავს
17:39 28.01.2019
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დღეს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებსა და დონორ ორგანიზაციებს შორის შეხვედრა შედგება.

სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი მიზანია საკოორდინაციო პლატფორმის შექმნა, რომელიც შემდგომ სააგენტოს სამივე ძირითადი მიმართულებით თანამშრომლობას აღნიშნულ ორგანიზაციებთან გაამარტივებს და ხელს შეუწყობს. შეხვედრას მისასალმებელი სიტყვით სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი გახსნის, ხოლო სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი გიორგი დარჩია წარადგენს პრეზენტაციას საკოორდინაციო მექანიზმის შესახებ. კერძოდ კი, სააგენტომ დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოოპერაციის თანამშრომლობის მექანიზმი შეიმუშავა, რათა ძირითადი ერთობლივი აქტივობები დაიგეგმოს, იმისათვის რომ ორგანიზიციების მიერ აქტივობების დუბლირება არ მოხდეს.

შეხვედრას 58 დონორი ორგანიზაციის და დიპ კორპუსის წარმომადგენელი, მათ შორის ბრიტანეთი, საფრანგეთის და გერმანიის ელჩები დაესწრება.




ბეჭდვა