logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭომ კონსოლიდირებულ ტენდერებზე იმსჯელა
სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭომ კონსოლიდირებულ ტენდერებზე იმსჯელა
17:10 28.01.2019
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრმა ბიზნეს-ასოციაციებმა კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს . სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართული შეხვედრის მთავარი თემა ასეთი ტიპის ტენდერების შემთხვევაში გასაჩივრების მექანიზმთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები იყო. აღნიშნული შეხვედრის გამართვის მიზეზი საბჭოს წევრის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის პირადი გამოცდილება გახდა.

„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს შეხვედრის მთავარი თემა დღეს არის სახელმწიფო შესყიდვების საკითხი. საბჭოს წევრი ორგანიზაცია - ფერმერთა ასოციაცია და მისი თავმჯდომარე გარკვეულ სირთულეებს წააწყდნენ და ამიტომ გადავწყვიტეთ ამ შეხვედრის ორგანიზება და ამ საკითხზე მსჯელობა. ეს განსაკუთრებით აინტერესებთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რეგიონებშიც ხშირად არის ამ თემატიკასთან დაკავშირებული კითხვები", - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა. მისივე თქმით, პალატა, როგორც ერთგვარი შუამავალი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, ამ კონკრეტული პრობლემის განსახილველად საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმას კიდევ შექმნის და შემდეგი შეხვედრა შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით დაიგეგმება.

„კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში, როდესაც მეწარმეს უნდა მიიღოს მონაწილეობა ან უკმაყოფილოა იმ გადაწყვეტილებით, რასაც კომისია მიიღებს, მას არ აქვს გასაჩივრების საშუალება, რადგან დავების საბჭო ამ კონკრეტულ მომენტში არ მოქმედებს. ეს უნდა გადავიდეს სასამართლოში, სასამართლო არაა უფლებამოსილი, რომ ტენდერი შეაჩეროს. შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებული აგრძელებს მონაწილეობას. დავა დაახლოებით წელიწადნახევარი გრძელდება, ტენდერს კი ვადა ერთ წელში ეწურება"- აცხადებს ნინო ზამბახიძე.

შეხვედრის მიმდინარეობისას პალატის საბჭომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესის პოზიციები შეაჯერა. პალატის საბჭოს წევრებთან ერთად ღონისძიებაში საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძეც მონაწილეობდა.

საბჭო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველობის ერთ-ერთი ორგანოა. მასში ამ ეტაპზე საქართველოს ყველაზე მსხვილი, 38 ბიზნეს-ასოციაციაა გაერთიანებული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის