საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 1.0 მლრდ ლარით გაიზარდა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 1.0 მლრდ ლარით გაიზარდა
14:59 26.01.2019
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი იანვრისათვის 23.0 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.0 მლრდ ლარით, ანუ 4.7 პროცენტით მეტია პირველი დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.0 პროცენტით მეტი). დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების კლებას 126.2 მლნ ლარით, ანუ 0.9 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 1.2 მლრდ ლარით, ანუ 13.8 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 14.0 პროცენტით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 36.90 პროცენტი შეადგინა. პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.87 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.77 პროცენტული პუნქტით).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.7 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.2 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.9 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.1პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.3 პროცენტი შეადგინა.

ბეჭდვა