logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: საქართველომ  ევროპის რეგიონში „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ პოზიცია გაიუმჯობესა
ეკატერინე მიქაბაძე: საქართველომ ევროპის რეგიონში „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ პოზიცია გაიუმჯობესა
16:34 25.01.2019
საქართველომ „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის პოზიცია ერთი საფეხურით გაიუმჯობესა და მერვე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის - მე-16 პოზიციაზე დამკვიდრდა, - ასეთია Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2019 წლის კვლევის შედეგი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (68.6 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (60.8 ქულა).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ აისახა ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელი ქვეყნის მთავრობამ ბოლო პერიოდში ეკონომიკის განვითარების კუთხით მიიღო. მისი თქმით, განხორციელდა რეფორმა ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრის მიზნით, შემცირდა და გამარტივდა რეგულაციები,  ქვეყანა გადავიდა ღია ბაზრის პოლიტიკაზე, განვითარდა სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. „რეგულაციების და საგადასახადო ტვირთის შემცირება ხელს უწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში და სტიმულს აძლევს მდგრად ეკონომიკურ ზრდას. ანგარიში პოზიტიურ შეფასებას უკეთებს ქვეყნის მონეტარულ სტაბილურობასა და ფისკალურ სიჯანსაღეს, ისევე, როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგრადობას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.

2019 წლის რეიტინგი შეფასებას აკეთებს შემდეგი 4 მიმართულებით: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სარეიტინგო ქულა 12 კომპონენტიდან გაუმჯობესებულია 5 კომპონენტში: საკუთრების უფლება (65,9 ქულა), მთავრობის დანახარჯები (73,6 ქულა), საგადასახადო ტვირთი (87,1 ქულა), ფისკალური მდგრადობა (93,9 ქულა) და ფინანსური თავისუფლება (70 ქულა).

საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ლუქსემბურგი, შვედეთი, ფინეთი, ლიეტუვა, ჩეხეთი, გერმანია, ნორვეგია, ისრაელი, ყატარი, კორეა, იაპონია, ლატვია, ბულგარეთი, პოლონეთი, სომხეთი, სლოვენია, აზერბაიჯანი, უნგრეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, საფრანგეთი, იტალია, მოლდოვა, რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა და სხვა.   

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შეფასება ძირითადად ეყრდნობა ისეთი საერთაშორისო რეიტინგების წყაროებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის  კეთების რეიტინგი (Doing Business), გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) და მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსი (WJP).
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის