logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„ვისოლ ჯგუფი“ პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს
„ვისოლ ჯგუფი“ პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს
16:42 24.01.2019
"ვისოლ ჯგუფი“ ბიზნესის დივერსიფიკაციას განაგრძობს და პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს. საწყის ეტაპზე პიცის კუთხეები „ვენდის“ ამერიკულ რესტორნებში ინტეგრირდება, თუმცა „ვენდის“ პიცის რესტორნები ცალკე ქსელადაც განვითარდება.

„ვენდის“ გენერალური დირექტორის გიორგი მშვილდაძის თქმით, თითქმის 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოში პიცერიების ქსელის განვითარების პროექტზე.

„ჩვენ თითქმის 18 თვის განმავლობაში ვმუშაობდით საქართველოში პიცერიების ქსელის განვითარების პროექტზე. სამომხმარებლო ბაზრის შესაბამისი კვლევების საფუძველზე დავრწმუნდით, რომ პიცა ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და პროექტის მაღალი ხარისხით შესრულების შემთხვევაში იდეა წარმატებული იქნება. შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს 2 ამერიკულ ბრენდთან, რომლებიც პიცის სეგმენტში ოპერირებენ“, - ამბობს გიორგი მშვილდაძე.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის შესახებ, საწყისი ეტაპიდანვე, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ამერიკელ პარტნიორებთან.

„ამასთანავე, აღნიშნული პროექტის შესახებ, საწყისი ეტაპიდანვე, პარალელურ რეჟიმში ვმართავდით მოლაპარაკებებს ჩვენს ამერიკელ პარტნიორთან - „ვენდისთან“. „ვენდი“ საქართველოში მყარ პოზიციებს ფლობს, მაღალი ცნობადობით გამოირჩევა და ვფიქრობდით, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში, პიცერიების პროექტის განვითარება „ვენდის“ რესტორნების ფორმატში და „ვენდის“ ბრენდის ქვეშ ეკონომიკურად ყველაზე კარგ შედეგს მოიტანდა. ჩვენ შევქმენით და „ვენდის“ განსახილველად წარვუდგინეთ პიცერიის კონცეფცია, ბრენდის პლატფორმა, კორპორაციული სიმბოლიკა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდა სხვა ბრენდებთან, ყოველთვის ვცდილობდით, პირველ რიგში, „ვენდი“ დაგვერწმუნებინა ამ პროექტის მიმზიდველობაში. შესაბამისად, ბოლომდე ვაცადეთ მათ და 3 თვის წინ მივიღეთ თანხმობა, პროექტის დატესტვის მიზნით პიცერიის კუთხე მოგვეწყო ქ. ქუთაისში მდებარე „ვენდის“ რესტორანში. დაგვიდგინეს კონკრეტული მიზნობრივი პარამეტრები და ქუთაისში მათი მიღწევის შემთხვევაში შევთანხმდით, რომ საბოლოოდ მოგვეცემოდა უფლება, როგორც „ვენდის“ რესტორნებში „ვენდის“ პიცის კუთხეების ინტეგრირების, ისე ცალკე მდგარი „ვენდის“ პიცის რესტორნების განვითარების. ქუთაისში პიცის რეალიზაციამ დაგეგმილს 2.6-ჯერ გადააჭარბა, რამაც, საბოლოო ჯამში, ახალი პროექტის იმპლემენტაციაზე „ვენდის“ თანხმობის მიღების საშუალება მოგვცა“, - აცხადებს „ვენდის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

„ვენდის“ პიცის რესტორნები წარმოადგენენ 5 სახეობის პიცას: პიცა ბეკონატორი, პიცა ოთხი ყველით, მარგარიტა, პეპერონი და ვეგეტარიანული პიცა. მასში ექსკლუზიურად იქნება გამოყენებული იტალიური ინგრედიენტები: იტალიური ფქვილი, მოცარელა, პიცის სოუსი, ყველი პარმეზანი, ყველი გორგონძოლა და სხვა. პიცის ზომა საშუალო იქნება (დიამეტრი - 33 სმ) და ხუთივე პიცა 11.4 ლარი ეღირება, რაც ამ სახის პროდუქტისთვის დემოკრატიული ფასია.
„თავად პროდუქტის შესაქმნელად კომპანია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა იტალიელ კონსულტანტებთან ქ. ნაპოლიდან. სწორედ იტალიელ კონსულტანტებთან ერთად შეირჩა რესტორნებისთვის პიცის ასორტიმენტი, ინგრედიენტები და დანადგარები. იტალიელ ექსპერტებთან ინტენსიური ტრენინგი გაიარეს კომპანიის სპეციალისტებმა, რომლებთან ერთადაც პიცერიების ქსელის განვითარება დაიწყო. „ვენდის“ პიცის ხარისხი და გემოვნური თვისებები სრულიად გამორჩეულია და ამაში მომხმარებელი თავადვე ადვილად დარწმუნდება“-აცხადებენ კომპანიაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის