logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: საქართველოსა და ევროპას შორის საბორნე მიმოსვლის გააქტიურება  ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის
გიორგი ქობულია: საქართველოსა და ევროპას შორის საბორნე მიმოსვლის გააქტიურება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის
23:46 22.01.2019
საზღვაო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და კომპანიიის აღმასრულებელი დირექტორის კარლ ჰაგმანის შეხვედრისას აღინიშნა. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საზღვაო პოტენციალზე და აღინიშნა, რომ მის განვითარებას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს საქართველოში საბორნე გადაზიდვების ორგანიზებით ევროპასა და აზიაში უმსხვილესი ოპერატორი კომპანიის დაინტერესება.


შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ კომპანია Stena Rederi - ი დაინტერესებულია შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქართულ და ევროპულ პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის ორგანიზებით და ოპერირებით.


„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ევროპასთან საბორნე მიმოსვლის ამოქმედება გაზრდის საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალს, ასევე ჩვენი მწარმოებლებისთვის ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდება წვდომა ევროპის ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის შესატანად,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


აღნიშნული შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. გიორგი ქობულია საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა