ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პრეა-ქსელერატორის პროგრამა დაიწყო
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პრეა-ქსელერატორის პროგრამა დაიწყო
19:57 21.01.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პრე-აქსელერატორის პროგრამა დაიწყო.

ტრენინგებს გაუძღვებიან ევროპის ბაზარზე ლიდერი სტარტაპ აქსელერატორი კომპანიები STARTUP WISE GUYS და CIVITTA. მათი მეშვეობით აქსელერაციის პროცესი 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტმა კომპანიამ გაიარა. მათ შორისაა Taxify, ესტონეთის მეოთხე უნიკორნი (მილიარდიანი კომპანია), VitalFields, eaf.fm, Investly, SportID, Wolf3D, Shipitwise და სხვა.

პრე-აქსელერატორის პროგრამა მონაწილეებს საშუალებას მისცემს მაღალკვალიფიციური ტრენერების დახმარებით ბიზნეს იდეები აქციონ წარმატებულ სტარტაპებად.

ბიზნესის მოდელირება, ინვესტორებთან ურთიერთობა, ბაზრის კვლევა, მომხმარებლის იდენტიფიცირება და მოზიდვა, მარკეტინგის საფუძვლები, ფინანსები და ადამიანების მენეჯმენტი - ეს ის საკითხებია, რომლებსაც სტარტაპები პროგრამის ფარგლებში დაეუფლებიან.

აქსელერაცია ინოვაციების სააგენტოს მიერ სრულად ფინანსდება და პროგრამაში მონაწილეობა სტარტაპებისთვის უფასოა.
განაცხადების მიღების ბოლოს ვადაა 2019 წლის 31 იანვარი.
ტრენინგების სამუშაო ენა ინგლისურია.

ბეჭდვა