გენადი არველაძე: ევროკავშირი ქართული პროდუქციისთვის არა მხოლოდ მაღალშემოსავლიანი, არამედ სტაბილური ბაზარიცაა
გენადი არველაძე: ევროკავშირი ქართული პროდუქციისთვის არა მხოლოდ მაღალშემოსავლიანი, არამედ სტაბილური ბაზარიცაა
15:09 21.01.2019
„თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისგან მიღებული უპირატესობებისგამოყენებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ 2018 წლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მაჩვენებლის კომენტირებისას, რომელიც დღეს „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 484.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17.0%-ით აღემატება. მათივე თქმით იმპორტი გაიზარდა 14.9%-ით და 9 122.3 მლნ. აშშ დოლარი შადგინა, ხოლო ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, 3 362.1 მლნ. აშშ დოლარით განისაზღრა და წინა წელთან შედარებით 22.9%-ით გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ექსპორტის მაღალი ზრდის ტემპის შედეგად, 2018 წელს უარყოფითი ბალანსი 2.7%-ით შემცირდა და სვაჭრო ბრუნვის 46.1% შეადგინა (2017 წელს 48.8%). შესაბამისად გაიზარდა ექსპორტის წილი ბრუნვაში 25.6%-იდან 26.9%-მდე.
2018 წელს ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა შემდეგ პროდუქციაზე: ღვინო - ექსპორტი 196.7 მლნ. აშშ დოლარი (15%-ით და 25.3 მლნ აშშ დოლარით მეტი); მინერალური წყალი - ექსპორტი 110.2 მლნ. აშშ დოლარი (15%-ით და 14.4 მლნ. აშშ დოლარით მეტი); ცხვრის ხორცი - ექსპორტი 36.4 მლნ. აშშ დოლარი (53%-ით და 12.6 მლნ. აშშ დოლარით მეტი); უალკოჰოლო სასმელები - ექსპორტი 27.5 მლნ. აშშ დოლარი (54%-ით და 9.6 მლნ. აშშ დოლარით მეტი); თევზის ცხიმი - ექსპორტი 11.2 მლნ. აშშ დოლარი(51% და 3.8 მლნ. აშშ დოლარით მეტი); ხილ-ბოსტნეულის კონსერვები - ექსპორტი 14.7 მლნ. აშშ დოლარი (121%-ით და 8.0 მლნ. აშშ დოლარით მეტი); სპილენძის მადნები დაკონცენტრატები - ექსპორტი 504.1 მლნ. აშშ დოლარი (19%-ით და 81.7 მლნ. აშშ დოლარი); ფეროშენადნობები - ექსპორტი 352.6 მლნ. აშშ დოლარი (15%-ით და 46.2 მლნ. აშშდოლარით); აზოტოვანი სასუქები - ექსპორტი 92.0 მლნ. აშშ დოლარი (20%-ით და 15.6 მლნ. აშშ დოლარით მეტი) და ა.შ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა ექსპორტის მაჩვენებლის ზრდას ევროკავშირში. 2018 წელს - 11.5 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში და 730.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. მისი თქმით, ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისამოქმედების შემდეგ გაიზარდა ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე.

„ევროკავშირი ქართული პროდუქციისთვის არის არა მხოლოდ მაღალშემოსავლიანი, არამედ, სტაბილური ბაზარი. დარწმუნებული ვარ, პოტენციალი ორმხრივ ვაჭრობაში ძალიან დიდია,“ - განაცხადაგენადი არველაძემ.


ბეჭდვა