logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ევროკავშირმა ანაკლიის პორტის €233 მილიონით დააფინანსების გადაწყვეტილება მიიღო
ევროკავშირმა ანაკლიის პორტის €233 მილიონით დააფინანსების გადაწყვეტილება მიიღო
16:19 17.01.2019
ევროკავშირმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში,რომელიც "ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის" განვითარებას ეხება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეორე ფაზის ფინანსირებაზე €233მილიონი ევრო არის მითითებული. ამასთანავე პროექტში აღნიშნულია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მიმავალი სარკინიგზო და ავტომაგისტრალის მშენებლობაც, რაზეც 100 მილიონი ევრო არის მითითებული.

საკრედიტო დაფინანსება ევროკავშირის ახალი პროექტის “ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის” ფარგლებში მოხდება, რის შესახებაც ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში არის აღნიშნული. პროექტი აღმოსავლეთ სამეზობლოს 6 ქვეყანაში - უკრაინაში, მოლდოვაში,ბელორუსში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში უმთავრეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს. “ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის” ღირებულება 12.8 მილიარდი ევრო იქნება.

ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საინვესტიციო პაკეტში შედის 4800 კილომეტრის საგზაო მაგისტრალის აშენება, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება, 6 პორტის პროექტის განვითარება და 11 ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობა. პროექტების განვითარების ორი ფაზა არსებობს, მათი ნაწილი 2020 წლისთვის, ხოლო მეორე ნაწილი კი 2030 წლისთვის უნდა იყოს განხორციელებული. “ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის” ფარგლებში საქართველოში 10-ზე მეტი პროექტია გათვალისწინებული. ამ პროექტების ნაწილი ჯერ პროექტირების წინარე ფაზაში იმყოფება და მათ დაფინანსებაზე საბოლოო ხელშეკრულებები არ არის გაფორმებული.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეორე ფაზა - 233 მილიონი ევრო, პარტნიორობის ტიპი PPP;
სარკინიგზო მაგისტრალი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე - 100 მილიონი ევრო;
ჩუმათელეთი-არგვეთის მაგისტრალის მშენებლობა - 1 მილიარდი ევრო;
გრიგოლეთი-ფოთის ხიდის მშენებლობა - 25 მილიონი ევრო;
გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალის მშენებლობა - 101 მილიონი ევრო;
ბათუმის შემოვლითი გზა - 115 მილიონი ევრო;
ქუთაისის აეროპორტის სატვირთო ტერმინალი - 61 მილიონი ევრო;
რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალი - 115 მილიონი ევრო;
ალგეთი-სადახლოს პროექტი - 90 მილიონი ევრო;
სადახლოს მეგობრობის ხიდი - 6 მილიონი ევრო.

საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული პროექტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით შემუშავდა.

აღნიშნული ინვესტიციები მოიცავს როგორც მოკლევადიანი პროექტების განხორციელებას 2020 წლისთვის, ასევე გრძელვადიან პროექტებს, რომელთა დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება.

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ ტრანს-ევროპული სატრანსპორტო სისტემის საინვესტიციო სამოქმედო გეგმის დასრულება ერთობლივი ვალდებულებაა, უზრუნველყოს რეგიონის მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა