logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
საქართველოს საგარეო ვალმა 17,2 მილიარდი დოლარი შეადგინა
საქართველოს საგარეო ვალმა 17,2 მილიარდი დოლარი შეადგინა
19:26 31.12.2018
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 17.2 მლრდ აშშ დოლარი (45.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 107.4 პროცენტია. 2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 195.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, აქედან, საკურსო ცვლილებების გამო - 145.8 მლნ აშშ დოლარით, ოპერაციული ცვლილებების გამო - 65.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ფასის ცვლილებების გამო ვალი 10.9 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. ამავდროულად, სხვა ცვლილებების გამო ვალი 27.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.1 მლრდ აშშ დოლარი (18.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 44.3 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.1 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 328.4 მლნ აშშ დოლარი (858.8 მლნ ლარი; მშპ-ს 2.0 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად - 806.3 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი) და 864.2 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.4 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.8 მლრდ აშშ დოლარი (9.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.5 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.5 მლრდ აშშ დოლარი (14.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.5 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.4 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.4 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 10.2 მლრდ აშშ დოლარი (26.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 63.2 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.9 მლრდ აშშ დოლარია (10.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24.5 პროცენტია.

2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 2.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 2.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო 0.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2018 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 328.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 201.2 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ
11:00 12.12.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა
ინტერვიუ
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ
ინტერვიუ
გია ნოდია: მიშას ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, ეს ის ადამიანი არ არის ვინც ციხეს გაუძლებს
11:08 05.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში
ინტერვიუ
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას
ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
Pleas creat article