logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
სოსო არჩვაძე: 6,7%-ანი ეკონომიკური ზრდა პოზიტიური ინფორმაციაა მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით დამაიმედებელი შეტყობინება - ბიზნესისთვის
სოსო არჩვაძე: 6,7%-ანი ეკონომიკური ზრდა პოზიტიური ინფორმაციაა მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით დამაიმედებელი შეტყობინება - ბიზნესისთვის
15:14 30.11.2018
„ეკონომიკური ზრდა 6,7 პროცენტის ოდენობით საკმაოდ პოზიტიური ინფორმაციაა მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით დამაიმედებელი შეტყობინება - ბიზნესისთვის, რადგან ეს ნიშნავს, რომ საქართველოში სტაბილური ეკონომიკური გარემოა,“ - განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა, სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ 2018 წლის ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლის კომენტირებისას.

ეკონომიკის დოქტორმა რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, 2018 წლის ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია საქართველოში და მნიშვნელოვნად აღემატება 2018 წლის პირველი სამი კვარტლის საშუალო მაჩვენებელს. სოსო არჩვაძის თქმით, ზრდის აღმავალი ტრენდი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივაზე მეტყველებს.

სოსო არჩვაძემ კიდევ ერთ პოზიტიურ მომენტზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში ბიზნეს სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულების მაღალი ტემპია.

„ამ საწარმოების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის ტემპი 1.7 ჯერ აღემატება ეკონომიკის ნომინალურ ზრდას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ უფრო და უფრო მზარდი წილი უკავია ეკონომიკური მაჩვენებლების ფორმირებაში ბიზნეს სექტორს. შესაბამისად, უფრო ნაკლები სახელმწიფო მართვას, ბიუროკრატიას და ეს არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს,“ - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

მისი თქმით, ასევე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ეკონომიკურ ზრდაში მზარდი როლი ისეთ დარგებს მიუძღვის, რომლებიც მაღალი ზრდის ტემპით რამდენიმე თვის წინ არ გამოირჩეოდნენ. ეკონომიკის ექსპერტმა ერთ-ერთ ასეთ დარგად მოიყვანა მშენებლობა, სადაც ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია რამდენიმე თვეში წარმატებით დაიძლია და 2018 წლის ოქტომბრის მაჩვენებელში თავისი პოზიცია ფუნქცია შეასრულა.

„ეკონომიკას უყვარს სტაბილურობა და იმედია, არაფერი შეუშლის ხელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტრენდის ჩამოყალიბებაში,“ - განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა, სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის