logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენ შეგვიძლია სატყეო ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგია საქართველოში აქტიურად გამოვიყენოთ
ნათია თურნავა: ჩვენ შეგვიძლია სატყეო ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგია საქართველოში აქტიურად გამოვიყენოთ
13:39 22.11.2018
“სატყეო ნარჩენები, ე.წ. ბიომასა ლიეტუვაში სითბურ ენერგიად ძალიან ეფექტურად გადამუშავდება. ჩვენ შეგვიძლია ბიომასის გადამუშავების ეს ალტერნატიული ტექნოლოგია სხვადასხვა სოფელში გამოვიყენოთ, სადაც რელიეფური თუ სხვა მიზეზებით ბუნებრივი აირის შეყვანა გართულებულია,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ დასკვნითი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პროექტი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის ფარგლებში (€ 840,000, დაახლოებით 2,270,000 ლარი) დაფინანსდა. უკვე ჩატარდა საერთაშორისო ექსპერტების 120-ზე მეტი მისია, 6 სასწავლო ვიზიტი ლიეტუვასა და უნგრეთში, ასევე მრავალი სემინარი და დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში. პროექტის ფარგლებში, შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც მოწოდებულია დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას სატყეო სექტორის ევროკავშირის სტანდარტებთან და პრაქტიკასთან დაახლოეების პროცესის დაჩქარებაში. რეკომენდაციები ეხებოდა სატყეო სექტორის რამდენიმე სფეროს, როგორებიცაა საკანონმდებლო და მარგეულირებელი ჩარჩო, ინსტიტუციური შესაძლებლობების ზრდა, საუკეთესო ორგანიზაციული და სატყეო მმართველობის მოდელები, ასევე სანდო სატყეო ინფორმაციისა და მონიტორინგის სისტემა, ყურადღების გამახვილდება სექტორულ კომუნიკაციაზე.

„შეშის ჭრა დიდი გამოწვევაა, რადგან ტყე ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური რესურსია. მწვანე საფარის და ტყის შენარჩუნება ძალიან დიდი პრიორიტეტია, ამას უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა. ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ სპეციალურ კვლევაზე, ტყით დაფარულ არეალებში, სარეკრეაციო ზონებში როგორ წარვმართოთ პოლიტიკა ისე, რომ არ დავაზიანოთ მწვანე საფარი და ამასთან, მოსახლეობას შევთავაზოთ ძალიან ხელმისაწვდომი ალტერნატივა, რათა მათ გათბობის მიზნით ტყის ჭრის საჭიროება არ ჰქონდეთ,” - განაცხადა ნათია თურნავამ.

„ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ დასკვნით კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა, კესტუტის ნავიცკასმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა