logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გრძელდება
სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გრძელდება
20:01 21.11.2018
საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, დღეს გაიმართა სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების პრეზენტაცია სამი მუნიციპალიტეტისთვის (თბილისი, ბათუმი და მარტვილი).

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების მეთოდოლოგია, ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც სახელმწიფოს, ასევე, ინვესტორებს და დონორ ორგანიზაციებს შეუძლიათ ობიექტური ინფორმაცია მიიღონ საჯარო ფინანსების მართვაში მიღწევებისა და გამოწვევების შესაფასებლად.

მისი თქმით, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის კუთხით, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე. გამოსვლისას, მან ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმაზე, რომელიც დეცენტრალიზაციის პოლიტიკის მიმართულებით არის გადადგმული და გულისხმობს 2019 წლიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც აღარ იარსებებს გათანაბრებითი ტრანსფერი და მათ ნაცვლად მუნიციპალიტეტების დასაფინანსებლად მიიმართება დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლები.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვნად გაზრდის მუნიციპალიტეტების დამოუკიდებლობას. ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა დონორებს ამ პროცესის მხარდაჭერისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2017 და 2018 წლებში, PEFA-ს შეფასება მთლიანობაში საქართველოს 15 მუნიციპალიტეტისა და ქალაქისთვის განხორციელდა. აღნიშნული შეფასებიდან 12 ჩატარდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), ხოლო სამი - მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

„PEFA-ს შეფასებამ განსაზღვრა მუნიციპალიტეტების სისტემების ძლიერი და სუსტი მხარეები, თუ რა უნდა გაუმჯობესდეს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს რესურსების ეფექტიანი გამოყენება ადგილობრივ დონეზე. PEFA-ს შეფასება ასევე, წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს საქართველოს 2018-2021 წლების სახელმწიფო ფინანსების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმისთვის რეკომენდაციების მოსამზადებლად“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით განხორციელებული რეფორმებით, ქვეყანას აქვს კარგი შედეგები ცენტრალურ დონეზე, მათ შორის, აღსანიშნავია მე-5 ადგილი „ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის“ კუთხით.

„თუმცა, ჩვენ ამავდროულად, ვცდილობთ, რომ მუნიციპალიტეტების დონეზეც სტანდარტი იყოს ძალიან მაღალი. შესაბამისად, ჩვენ მსოფლიო ბანკის, ევროკავშირისა და GIZ-ის დახმარებით, შევეცადეთ შეგვეფასებინა, რა სიტუაციაა თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე. რა თქმა უნდა, რეფორმის შედეგად, გვაქვს როგორც წარმატებები, ასევე გამოწვევები, რომელიც მუნიციპალიტეტებთან ერთად აქტიური მუშაობის შედეგად უნდა გამოსწორდეს. მსგავსი შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეფასებები დაგვეხმარება უკეთ დავგეგმოთ სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ინდიკატორების გაუმჯობესებას და მუნიციპალიტეტების დონეზე ისეთი სტანდარტების დამკვიდრებას, რომელიც გვაქვს ცენტრალურ დონეზე“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის