logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს მოუსმინა
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს მოუსმინა
19:35 19.11.2018
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის შესაბამისად, ნაოსნობის წესების დარღვევისათვის დადგენილი ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა ამიერიდან დამოკიდებული იქნება ამ გემის ტექნიკურ მახასიათებლებზე, როგორიცაა წყალწვა, წონა, სიგრძე, ძრავის მოცულობა, ტონაჟობა და სხვა.



საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი კომიტეტს განსახილველად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გააცნო. მისი განმარტებით, მოქმედ კანონმდებლობაში ჯარიმები არის ერთი და იგივე მიუხედავად იმისა, რა სახის არის და როგორი მცურავი საშუალების მიერ ხორციელდება სამართალდარღვევა, რაც ბუნებრივია, გავლენას ახდენს იმ მოქალაქეთა სოციალურ მდგომარეობაზე, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს მცურავი საშუალებების ექსპლუატაციით მიღებული თანხა. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ამ ნაწილში კანონი იყოს სამართლიანი გათვალისწინებული იქნება მცურავი საშუალებების ტექნიკური მახასიათებლები, ისეევ, როგორც ჩადენილი სამართალდარღვევით გამოწვეული ზიანი და ამის მიხედვით მოხდება სანქციების დიფერენცირება. მომხსენებლის განმარტებით, ნაოსნობის წესების დარღვევისათვის დადგენილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გადახედვა დადებით გავლენას მოახდენს იმ მოქალაქეთა სოციალურ მდგომარეობაზე, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს მცურავი საშუალებების ექსპლუატაციით მიღებული თანხა.



კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.



კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით, ამავე თანამდებობაზე ასარჩევად პაპუნა ლეჟავას დანიშვნის შესახებ საკითხი განიხილა.



პაპუნა ლჟავამ კანონმდებლებს სამოქმედო გეგმა გააცნო. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატების შეფასებით, მიღებული პასუხები არ იყო დამაკმაყოფილებელი. თუმცა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, კანდიდატს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რომ წამყვანი კომიტეტის სხდომაზე უფრო მომზადებული მივიდეს აქ დასმულ საკითხებთან მიმართებაში. „ჩვენ დავესწრებით წამყვანი კომიტეტის სხდომასაც, სადაც თქვენი მოსმენა იქნება. წინ არის ასევე პლენარული სხდომა და საბოლოო გადაწყვეტილებას იქ მივიღებთ. ახლა კი ჩვენი კომიტეტი ავანსად დაგიჭერთ მხარს“, განაცხადა რომან კაკულიამ.


ამ დათქმით კომიტეტის 8 წევრიდან, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, ექვსმა წარმოდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა