logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ხელშეწყობისთვის კადრების გადამზადების ცენტრის შექმნა იგეგმება
ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ხელშეწყობისთვის კადრების გადამზადების ცენტრის შექმნა იგეგმება
15:30 19.11.2018
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გიორგი ქობულიასა და ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე აქტიურად განიხილეს, სექტორში კვალიფიციური კადრების ზრდის ხელშეწყობა და ამისთვის სპეციალური პროგრამების შექმნა იყო. სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ეკონომიკის მინისტრის ინიციატივით შედგა და მოწვეულ სტუმრებს იყვნენ იმ კომპანიების წარმომადგენლებიც, რომლებმაც მინისტრთან შეხვედრა მედიის საშუალებით მოითხოვეს და მათ ამის შესაძლებლობა მიეცათ.


ხის დამამუშავებელთა და ავეჯის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ბორის ივანიშვილის შეფასებით, მინისტრთან შეხვედრა საინტერესო და შედეგიანი იყო. „ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მინისტრმა მოისმინა ის პრობლემები, რომლებიც აქვს ავეჯის წარმოებას, ხის დამუშავებას და მისგან გარკვეული დაპირებებიც იქნა გაცემული, მათ შორის, მთავარი, რაც დღეს აქვს ავეჯის მწარმოებლებს, არის მენეჯმენტის და პროფესიონალი მუშახელის მომზადება. დაისვა საკითხი, რომ ამისთვის გარკვეული ბაზა შეიქმნას, გაიხსნას სასწავლო ცენტრი, სადაც მოწვეული იქნებიან უცხოელი სპეციალისტები და მოხდეს შესაბამისი განათლების მიღება“ - აღნიშნა ასოციაციის ხელმძღვანელმა.


კადრების გადამზადების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს საზოგადოებრივი კოლეჯის, „სპექტრის“ დირექტორი მათე ტაკიძეც. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პროფესიულ განათლებასთან მიმართებაში ეკონომიკის მინისტრის ხედვა კონკრეტულად არის ჩამოყალიბებული. „ავეჯის წარმოებაში დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ადამიანური რესურსი და კვალიფიკაციის ნაკლებობა. პრინციპში, დღეს მოხდა შეთანხმება, რომ მომავალი წლიდან დაიგეგმოს მინიმუმ ორი ათასი ადამიანის გადამზადება, რაც გაზრდის როგორც ქართული წარმოებას, ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას. ვთვლი, რომ შეხვედრა მინისტრთან, სადაც კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება, უმნიშვნელოვანესია ბიზნესისთვის“ - განაცხადა ტაკიძემ.


შპს „კასა ვერდეს“ დირექტორის, დავით ბაჩილავას თქმით, ავეჯის წარმოება საკმაოდ საინტერესო სექტორია და ის მიდგომა, რომელიც მინისტრს აქვს, საკმაოდ დადებითია. „მოვიდა ის დრო, რომ სამინისტრო, ზოგადად მთავრობა, მეტად უნდა ჩაერიოს ამ საკითხებში - ჩარევაში ვგულისხმობ მენეჯმენტის განხორციელებაში მხარდაჭერას. მსოფლიო ბაზრისთვის ქართული წარმოება საკმაოდ პატარაა, მოთხოვნა ბაზარზე კი საკმაოდ დიდია, ამას ჩვენ ვერ შევავსებთ, თუმცა, როგორც მცირე, ასევე მსხვილ მეწარმეებსაც უჭირთ ბაზრის მოძიება და ამაში გვჭირდება პირველ რიგში დახმარება. ამის მზაობა არსებობს, როგორც მივხვდი და ეს ძალიან კარგია, რადგან ამაზე კარგ საქმეს ვერაფერს ვერ გავაკეთებთ“ - განაცხადა დავით ბაჩილავამ.


ავეჯის მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით თბილისში, „ხელოსნების ქალაქში“ გაიმართა, სადაც 200-ზე მეტი საწარმო მუშაობს. კლასტერში 1500-მდე ადამიანია დასაქმებული და ამ ციფრის მნიშვნელოვნად გაზრდა იგეგმება. „ხელოსნების ქალაქი“ აერთიანებს მასალის და ფურნიტურის მომწოდებელ კომპანიებს, დიზაინერთა ასოციაციას, მანქანა დანადგარებით მომსახურე ფირმებს, სამღებრო საამქროებს და ა.შ. კლასტერი 80 000 კვ.მ მიწის ფართობზეა გაშენებული და დამფუძნებლების მიერ შემუშავებულია მშენებლობის გენერალური გეგმა კიდევ 40 000 კვ. მ. მიწის ფართობზე. 2017 წელს „ხელოსნების ქალაქს“ სოციალური მომსახურების სააგენტოსგან წლის საუკეთესო პარტნიორის სტატუსი მიენიჭა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა