logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
გიორგი ქობულიამ სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულ მეწარმეებს ფერმერთა დღე მიულოცა
გიორგი ქობულიამ სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულ მეწარმეებს ფერმერთა დღე მიულოცა
08:19 19.11.2018
„ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ და ერთად ვიმუშაოთ თქვენი მიზნების განხორციელებისთვის, რადგან თქვენი წარმატება, ეს ჩვენი წარმატებაა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ზუგდიდში, ფერმერთა დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ასეთი დღეები ძალიან გვეხმარება, რომ განვავითაროთ სოფლის მეურნეობის სექტორი და ამისთვის აზრთა გაცვლა-გამოცვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მსგავსი ფორუმი საშუალებას გვაძლევს მთავრობას გავიგოთ, რა გიჭირთ, რაში შეგიძლია დაგიდგეთ გვერდში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოსთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული და სტრატეგიული მიმართულებაა და ამაში ფერმერების და საფერმერო მეურნეობების როლი წამყვანია. საქართველოში ჩვენ გაგვაჩნია ფერმერობის დიდი ტრადიცია, გვაქვს მთელი რიგი უპირატესობები და შეგვიძლია შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც მოთხოვნადია არა მარტო ჩვენთან, არამედ უცხოეთის ბაზრებზეც. სოფლის მეურნეობა საშუალებას მოგვცემს, ჩვენი მოსახლეობის ძირითადი მასები, ჩვენი შრომისუნარიანი მოსახლეობა ჩავრთოთ ეკონომიკურ საქმიანობაში, შევქმნათ სამუშაო ადგილები და გავზარდოთ ხალხის საშუალო შემოსავალი“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობისა და ფერმერთა მხარდასაჭერად ბევრი პროგრამა ხორციელდება, მაგრამ ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება და ბევრად მეტია გასაკეთებელი.

სიტყვით გამოსვლისას, გიორგი ქობულიამ ასევე ისაუბრა იმ ინიციატივაზე, რომელიც მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კადრების გადამზადებას ეხება.

„მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდ პროგრამას ვგეგმავთ სახელმწიფო მხარდაჭერით. ჩვენ მოგამზადებთ თქვენ და მოვამზადებთ თქვენთვის კადრებსაც, რომელთა მაღალ კვალიფიკაციასაც დაეყრდნობით. აქ ლაპარაკია არა მხოლოდ ტექნიკურ სპეციალობებზე, არამედ ყურადღება დაეთმობა ზოგად ტრენინგებს, მარკეტინგს, ფინანსურ აღრიცხვას და ასე შემდეგ“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია ეს დარგი ექსპორტზე ორიენტირებული იყოს.

„ჩენ გვჭირდება ექსპორტორიენტირებული სოფლის მეურნეობა. ჩვენ გვირჩევნია მეტი ვაწარმოოთ ექსპორტზე, ვიდრე ნაკლებით დავაკმაყოფილოთ მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი. ამისთვის ჩვენ ყველანაირ მხარდაჭერას აღმოგიჩენთ, იფიქრეთ, როგორ უნდა გაფართოვდეთ და როგორ გახვიდეთ საექსპორტო ბაზრებზე. ერთ-ერთი საწინდარი არის საწარმოების გამსხვილება. ბევრი მაგალითი ვნახეთ კოოპერატივების ჩამოყალიბების და მოგიწოდებთ ამ მიმართულებით განვითარებისკენ. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ და ერთად ვიმუშაოთ ამ მიზნებისთვის, რადგან თქვენი წარმატება, ეს ჩვენი წარმატებაა“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა