logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონში ფერმერებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონში ფერმერებს შეხვდა
15:59 17.11.2018
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონში ფერმერებს შეხვდა.

„ჩვენ ვქმნით ინსტრუმენტებს იმისათვის, რომ ფერმერმა ნაკლები დანახარჯებით, უფრო მეტი კონკურენტუნარიანი პროდუქცია შექმნან და მეტი შემოსავალი მიიღონ",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე სადაც კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, აგრარულ დარგში განხორციელებულ პროექტებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

• კახეთის რეგიონში, აგრარული დარგის განვითარების ფინანსური მხარდაჭერისთვის, 2012 წლიდან დღემდე, 15 ათასზე მეტი, ათეულობით მილიონი ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა, მათ შორის, ყველაზე მეტი მესაქონლეობის, მეცხვარეობის, მევენახეობის დარგებზე.

დღეისათვის, სახელმწიფოს ხელშეწყობით, კახეთის რეგიონში გახსნილია 62 ახალი და გაფართოებულია 373 საწარმო.

• მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის გატარებული სისტემური ღონისძიებების პოზიტიური შედეგები დღეს უკვე სახეზეა - გაშენებულია ახალი ვენახები, შექმნილია 30 ახალი და გაფართოებული ღვინის 63 ძველი საწარმო, გაზრდილია ღვინის ექსპორტის მოცულობა, საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია. სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია.

2018 წელს ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის, 230 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა და მოსახლეობამ 300 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. წინასწარი პროგნოზით, წლის დასასრულისთვის, დაახლოებით, 100 მლნ ბოთლამდე ღვინის ექსპორტი განხორციელდება.

2012 წლიდან დღემდე, მხოლოდ კახეთის რეგიონში მევენახეების შემოსავალმა 912 მლნ ლარს მიაღწია, აქედან, 300 მლნ 2018 წლის შემოსავლების ოდენობაა.

• პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 245 პროექტი ხორციელდება, ჯამური ინვესტიცია 16 მლნ ლარზე მეტია, საიდანაც 10 მილიონამდე ლარი სახელწიფოს ფინანსური მხარდაჭერაა. პროგრამის ფარგლებში, 2, 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენებულია და შენდება კაკლის, ნუშის, ზეთისხილის, თხილისა და ხურმის ბაღები.

• 2014 წლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის მიზანი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირებაა. სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების წილი 70%-ს (50% ვაზის შემთხვევაში) შეადგენს. დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 6,230 ჰა მიწის ფართობზე დაზღვეულია 45,828,450 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა.

• რეგიონში ლაბორატორიულ მომსახურებას რვავე მუნიციპალიტეტს გურჯაანში არსებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული ლაბორატორია უწევს. გურჯაანის ლაბორატორიაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად, განახლებულია ინფრასტრუქტურა, ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, დანერგილია სურსათისა და წყლის კვლევები, ასევე, მცენარეთა მავნე ორგანიზმების და ბრუცელოზის დიაგნოსტიკა.
სახელმწიფო პროგრამის „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, 12 კოოპერაციული საწარმო შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში, თითოეულ მონაწილე კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცა. პროგრამაში ჩართულობით, კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცათ, რომ სარგებელი, ყურძნის რეალიზაციის გარდა, ღვინის რეალიზაციიდანაც მიიღონ.

• 2015-2016 წლებში ყვარელში, დედოფლისწყაროსა და გურჯაანში, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით, 30,6 ჰა ფართობზე აკაციის პლანტაციები გაშენდა.

• სახელმწიფოს მიერ გატარებული სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, 2012 წლიდან დღემდე კახეთის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 54 პროექტი.

შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 14, 372 ჰეტქარია, წყალუზრუნველყოფის რეჟიმი გაუმჯობესებულია 1, 333 ჰექტარზე, მიწების დაშრობა განხორციელდა 5 724 ჰექტარზე.
კახეთის რეგიონში ფერმერებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა