logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ეკა ბესელია: ფინანსთა მინისტრის გამოსვლაში ჩანდა არა მხოლოდ ციფრები, არამედ ჩანდა დინამიკა და ხედვა
ეკა ბესელია: ფინანსთა მინისტრის გამოსვლაში ჩანდა არა მხოლოდ ციფრები, არამედ ჩანდა დინამიკა და ხედვა
22:45 13.11.2018
ფინანსთა მინისტრის გამოსვლაში ჩანდა არა მხოლოდ ციფრები, არამედ ჩანდა დინამიკა და ხედვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
„ციფრებზე არ ვისაუბრებ, ეს არ არის ჩემი პირდაპირი სფერო და ძალიან კარგად ჩანდა პრეზენტაციაში. გადაუჭარბებლად, ძალიან ობიექტურად რომ შევაფასო, მინისტრის გამოსვლაში ჩანდა არა მხოლოდ ციფრები, ჩანდა დინამიკა და ხედვა. რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი მინდა, გავაკეთო განსაკუთრებით იმ სფეროებზე, რომელსაც იურიდიული კომიტეტი აკვირდება. შევხედოთ ზრდის ტენდენციას, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში შემავალ უწყებებს ეხება. უზენაესი სასამართლო, საერთო სასამართლოები, რომელთა ბიუჯეტი ასევე გაიზარდა, ისევე, როგორც სხვა უწყებების, რომლებიც ასევე მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ, პირვანდელი ვერსიისაგან განსხვავებით, მოცემულ კანონპროექტში ჩვენ გვაქვს ზრდა, 2018 წელთან შედარებით, 100 ათასი ლარი. მათ შორის, ეს ეხება საერთო სასამართლოებს, სადაც არა მხოლოდ საბიუჯეტო ზრდა გვაქვს პირველ ვარიანტთან შედარებით 6 მლნ 600 ათასით, არამედ გვაქვს ზრდა მათ შორის ადამიანური რესურსით. სასამართლო რეფორმა, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, მე ვიტყოდი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ეს არის უდიდესი გამოწვევა იმისთვის, რომ ჩვენ ყველა ის დარჩენილი პრობლემა, რაც გვაქვს, დავძლიოთ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ამ რეფორმაში და მართლმსაჯულების პრიზმაში არის სწორედ კომერციული პალატების იდეა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება ბიზნესდავების სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტის კუთხით. ამას გარდა, ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ და ანალიზი, რომელიც გაკეთდა მეტყველებს იმაზე, რომ საჭიროა, გაიზარდოს ადამიანური რესურსი, რაოდენობა სასამართლოში იმისთვის, რომ დაიძლიოს ის ძალიან ბევრი საქმე, რომელსაც ვერ უმკლავდება 300-მდე მოსამართლე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სამართალდამცავი უწყებების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი.

„ეს არის ძალიან ღირებული რამ. მიუხედავად იმისა, როგორი შეფასებებიც უნდა
მოვისმინოთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან. მე მოვესწარი, პოლიციელს იქეთ კი არ ურტყამდნენ აქციების დროს თავში კეტებს, არამედ ისე იყო პოლიტიზებული მთლიანად სისტემა, რომ პოლიცია დაგეშილი იყო საკუთარ მოქალაქეებზე. ვინ ჩივის ხელკეტებს, ეს იყო ტყვიები და მათ შორის, ისეთი აკრძალული ტყვიების გამოყენება, რომელიც არ იყო დაშვებული არანაირი კანონმდებლობით. აი, ასეთი პოლიტიზებული პოლიციის გადმოყვანა იმ ტიპის რელსებზე, რომელიც ახლა აქციის მონაწილეებს იცავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია ჩვენთვის და რა თქმა უნდა, სჭირდება სოციალური მხარდაჭერა იმ უწყებას, რომელიც ისევე იცავს უსაფრთხოება და საზოგადოებრივ წესრიგს ჩვენი მოქალაქეების იმ ნაწილის, ვისაც მოსწონს, იმათსაც, ვისაც არ მოსწონს და პირველ რიგში, ძალიან მკვეთრად რაც თვალსაჩინოა არის, თქვენი, ბატონებო.

მე არ ვიცი, რამდენად არის ამის შესაძლებლობა, ბატონო ვანო, მაგრამ დაცვის პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც აეროპორტებს ემსახურებიან, როგორც მოვიკითხე, მათი საკონტრაქტო ხელშეკრულებები ეკონომიკის სამინისტროსთან მიდის და მათი ხელფასების გაზრდაც იქნებოდა კარგი, თუ ამის შესაძლებლობა იქნება, თუ არადა, ეს მაინც მომავლისთვის დასაგეგმი იქნება, სამართლიანობიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ბესელიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის