logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ნათია თურნავა: უახლოეს 3 წელიწადში საქართველოში გაზიფიცირების პროცესის დასრულებისთვის კიდევ 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
ნათია თურნავა: უახლოეს 3 წელიწადში საქართველოში გაზიფიცირების პროცესის დასრულებისთვის კიდევ 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
17:17 08.11.2018
სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში - შუა ნოსირში, ნოსირში, ახალსოფელში, საგვარამიოსა და თეკლათში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა - აშენდა 79 044 გრძივი მეტრი ინფრასტრუქტურა და 1345 აბონენტს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

ამასთან დაკავშირებით სენაკის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა იმყოფებოდა, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულთან და სენაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა. ნათია თურნავა სოფელ თეკლათში მოსახლეობასაც შეხვდა და მათთან ერთად მონაწილეობა ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახში ბუნებრივი აირის პირველად ანთების ტრადიციულ ცერემონიაში მიიღო.

დღეიდან თეკლათის ყველა მოსახლეს ბუნებრივი აირი მიეწოდება. როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა მაია ჯინჯოლიამ აღნიშნა, ეს სოფლისთვის ძალიან დიდი სიხარულია.

„წლებია, თეკლათის მოსახლეობას გაზი არ ჰქონია. ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია, ამისთვის დიდი მადლობა ხელისუფლებას და მაჟორიტარ დეპუტატს. იმედია, ყველა პრობლემა ასე დროულად მოგვარდება“, - განაცხადა მაია ჯინჯოლიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გაზიფიცირება უპრეცედენტო ტემპით მიმდინარეობს. ამაში კერძო კომპანიებთან და „სოკართან“ ერთად სახელმწიფოა ჩართული. მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო 3 წელიწადში 160 მლნ ლარამდე გამოიყო იმისთვის, რომ საქართველოში მასობრივი გაზიფიცირება მომხდარიყო.

„დღეის მაჩვენებლებით ქვეყანაში მომხმარებლების 86%-ს გაზი მიეწოდება, ეს არის 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, 400 000-მდე აბონენტი. სამომავლოდ ჩვენს გეგმებს რაც შეეხება - უახლოეს 3 წელიწადში 200 მლნ ლარი კიდევ დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველოში გაზიფიცირების პროცესი დასრულდეს და ჩვენი მოსახლეობის პრაქტიკულად, უდიდეს ნაწილს მიეწოდებოდეს ბუნებრივი აირი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, რეგიონის გაზიფიცირების საკითხი ეტაპობრივად გვარდება.

„ზოგადად, ჩვენი მოსახლეობისთვის გაზიფიცირების პრობლემა მწვავედ დგას - გამოტოვებულია სოფლები და დასახლებული პუნქტები. ჩვენ ამ საკითხებს ეტაპობრივად ვწყვეტთ - 2 წელიწადში სამეგრელოს რეგიონის ყველა დასახლებული პუნქტი გაზიფიცირებული იქნება“, - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, სენაკის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორც გაზიფიცირების ქსელის სამშენებლო, ისე უკვე დასრულებული და გაზიფიცირებული უბნების გამრიცხველიანების სამუშაოები.

„ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად სენაკის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა - 3500-ზე მეტი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება. კონკრეტულად სოფელ თეკლათში 256 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს. მნიშვნელოვანია, რომნ ეს სამუშაოები 2019 წელსაც გაგრძელდეს, ჩვენ შეთანხმებული ვართ კონკრეტულ გეგმაზე როგორც სოფლებში, ასევე ქალაქის იმ უბნებში, რომლებსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.


თეკლათში გამართული შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ სოფელ მეორე ნოსირში გაზსადენის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, რომლის დასრულების შემდეგაც 256 კომლი ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობას მიიღებს. გეგმის მიხედვით, ბუნებრივი აირი ასევე უნდა მიიღოს სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთმა სოფელმა, ესენია: გეჯეთი, ნოქალაქევი, ძველი სენაკი, ზედა სორტა და ქვედა სორტა. ეს ჯამში 1580 პოტენციური აბონენტია. აქედან ძველი სენაკის, ზედა სორტასა და ქვედა სორტას მოსახლეობა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვას უკვე წლის ბოლოსთვის შეძლებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ პოლოლიკაშვილთან: მსოფლიო ტურიზმი და რუსი ტურისტები საქართველოში
12:01 19.10.2018
ინტერვიუში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუბრობს
ინტერვიუ
ინტერვიუ ისა კოაძოისთან: ქართველებო, ილოცეთ ინგუშებისთვის და მშვიდობისთვის
10:25 15.10.2018
საქართველოს მეზობლად, ინგუშეთში, მოსახლეობა პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევკუროვის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვანო ჩხარტიშვილთან: ზაზა ოქუაშვილმა ქართული მეთამბაქოეობის იდეა ტრანსნაციონალურ კორპორაციაზე მიყიდვით მოკლა
00:11 12.10.2018
“15 წელია თამბაქოს ინდუსტრიაში ვარ და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ეროვნული წარმოება აწყდება, ეს არის
ინტერვიუ
ზაალ ანჯაფარიძე: წინასაარჩევნო გარემო საგანგაშო არ არის
12:45 11.10.2018
ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე, არასამთავრობოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებასა და ISFED-ის
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში შვეიცარიის ელჩ ივ როშესთან: როდის ამოქმედდება შეთანხმება ტვირთების მონიტორინგის მექანიზმის შესახებ
13:59 09.10.2018
რუსეთში შვეიცარიის ელჩს ივ როშეს ინტერვიუ ჩამოართვა რუსული საინფორმაციო სააგენტო
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ დავით რაქვიაშვილთან: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა
15:57 08.10.2018
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო არსებული ფორმატით უკვე აღარ იფუნქციონირებს. პარლამენტის
ინტერვიუ
თამარ გუდავა: რეკორდული რაოდენობის საჩივრების ხელოვნურად შექმნის მიზანი არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებაა
13:33 29.09.2018
„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელის თამარ გუდავას განცხადებით,
ინტერვიუ
დენის დავითაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ გადატრიალებას ამზადებს
18:59 28.09.2018
გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტთან საარჩევნო საკითხებში, ცესკოსა და უწყებათაშორისი კომისიის დამკვირვებელთან,
ინტერვიუ
Pleas creat article